"კავკასიის ლამაზმანი" - ჟურნალი "Biograph" საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს
ჟურნალი "Biograph"-ში ცნობილი ბულგარელი ჟურნალისტისა და ტელეწამყვანის მარტინა განჩევას სტატიას აქვეყნებს სახელწოდებით „კავკასიის ლამაზმანი".
მარტინა განჩევა მკითხველს საქართველოში მოგზაურობისას მიღებულ გამოცდილებებსა და შთაბეჭდილებებს უზიარებს.
სტატიაში იგი საუბრობს ქართველების სტუმართმოყვარეობაზე, ქვეყნის უნიკალურ ისტორიაზე, ტრადიციებზე, განსხვავებულ ფოლკლორსა და ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნებაზე.
ჟურნალ "Biograph"-ის ჟურნალისტი და ფოტოგრაფი საქართველოს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ბულგარეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ივნისის თვეში ეწვია.
ტურის ფარგლებში ბულგარეთის მედიის წარმომადგენლებისთვის კულინარიული მასტერკლასი გაიმართა, სადაც ჟურნალისტებს საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ ქართული კერძების მომზადებაში.
სიახლეები
- "დაკავებულია სუს-ის ყოფილი და ამჟამად შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, რომელსაც ბრალი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში ედება"
- "დემოკრატიაში პოლიტიკური ძალადობის ადგილი არ არის" - კაია კალასი
- 26 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
- "15 ივლისიდან შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება" - ეკონომიკის სამინისტრო
- 25 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
