კარტოფილი ისევ გაძვირდა - რა ღირს პროდუქტი
საქართველოში კარტოფილის ღირებულება ისევ გაიზარდა. კერძოდ, ახალქალაქის მაღაზიებში 1 კგ პროდუქტის ფასმა 2,20 -2,50 ლარი შეადგინა. კარტოფილი შედარებით იაფი ბაზრის დახლებზეა.
როგორც east fruit-თან მოვაჭრეები და ფერმერები აცხადებენ, ამის მიზეზი წელს შედარებით, ცუდი მოსავალია, რასაც პროდუქტის მოყვანის ხარჯების ზრდაც დაემატა. მათი თქმით, კულტივირება და სასუქი, საშუალოდ, 50 ლარით გაძვირდა.
როგორც ფერმები განმარტავენ, რეგიონში სეტყვამ მოსავლის ნაწილი დააზიანა. ასევე, პრობლემა იყო კარტოფილის მორწყვაც. შესაბამისად, ბაზარზე მიწოდების შემცირებამ ფასების ზრდა გამოიწვია.
ფერმერების თქმით, შარშან, ამავე პერიოდში, კარტოფილი 60 თეთრი ღირდა, წელს, ადგილობრივად გაყიდული პროდუქტის ფასი კი 1,20-1,50 ლარს შეადგენს.
ბაზარში მოვაჭრეები კი აცხადებენ, რომ კარტოფილის გაიაფება მოსალოდნელი არ არის.
სიახლეები
- "პრეზიდენტის საქმეა ჰქონდა თუ არა კონსულტაციები - მან იცის ოპოზიციის, ხელისუფლების, რევოლუციური კომიტეტის პოზიცია და დარწმუნებული ვარ, რომ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს"
- "მთავრობამ და ეკლესიამ დავუძახოთ და დაველაპარაკოთ - მოვითხოვოთ, რომ შერიგებისკენ წავიდეთ " - მეუფე იაკობი
- ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
- "დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ერთმანეთს სიყვარულით ვესაუბროთ" - 17 იანვარს წიგნის #მევარბედნიერიშენით პრეზენტაცია გაიმართა
- 17 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
