როგორ დაეხმარება მთავრობა უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებს
"უკვე 3 თვის შემდეგ უნდა შევძლოთ აღმავლობის სტადიაზე გადასვლა.
მართალია, ძველი დონის მიღწევას უფრო მეტ დროს მოვანდომებთ, მაგრამ პროგრესის ნიშნები და გამოცოცხლება უკვე 3 თვეში აშკარა იქნება"
რამდენით გაიზრდება უმუშევართა რიცხვი კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის შედეგად? სხვადასხვა გათვლით, საქართველოში სამსახური და შესაბამისად, შემოსავალი შესაძლოა დაახლოებით 300 ათასმა კაცმა დაკარგოს. რას გააკეთებს სახელმწიფო უმუშევრად დარჩენილთა დასახმარებლად? მთავრობა გვპირდება, რომ კრიზისის პირისპირ მარტოს არავის დატოვებს. ისიც ითქვა, რომ იქნება ფინანსური დახმარება, სულ ცოტა, საარსებო მინიმუმის ოდენობის მაინც, მაგრამ ჯერ კონკრეტული არაფერია ცნობილი. რას ამბობენ კრიზისის გამო უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეები? მათი თქმით, ფაქტობრივად, ბოლო კაპიკებით გააქვთ თავი და ხელისუფლების ფინანსური დახმარების გარეშე უახლოეს მომავალში პირველადი მოთხოვნების დაკმაყოფილებაც კი გაუჭირდებათ.
აშშ-მა უმუშევრად დარჩენილ თითოეულ მოქალაქეს დახმარების სახით 1.200-დოლარიანი ჩეკი გადასცა. იაპონიაში დაახლოებით 1.000 დოლარის დახმარება მიიღეს მოქალაქეებმა, ხოლო ჩვენ ამის ფუფუნება ნამდვილად არა გვაქვს. მაგრამ, როგორი მცირეც უნდა იყოს ჩვენი ფინანსური რესურსი, ამ მძიმე ვითარებაში ხელისუფლებამ მაინც უნდა მოახერხოს და დახმარების ხელი გაუწოდოს მათ, ვინც შემოსავალი დაკარგა. დიდი დარტყმა მიიღო მცირე და საშუალო ბიზნესმა, მომსახურების სექტორმა. შემცირებასთან ერთად, უკვე შეიმჩნევა დასაქმების ბაზრის ფორმატის ცვლილება და ცალკეული პროფესიებისა და საქმიანობათა სახეობების მიხედვით ვაკანსიების რაოდენობის ზრდა. თვალში საცემია და კიდევ უფრო გაიზრდება დასაქმების აბსოლუტური რიცხვი სამედიცინო სფეროში, ფარმაციაში, სამედიცინო აპარატურის წარმოებასა და მიწოდების სექტორში, ინფორმაციულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ საქმიანობებში, სოფლის მეურნეობაში...
ამან უნდა მოგვცეს შესაძლებლობა, რომ უახლოეს წლებში აღარ მოგვიწიოს ყოველწლიურად 400-500 მილიონი დოლარზე მეტის გატანამ იმ პროდუქციის შესაძენად, რომლის წარმოებისთვის აქ იდეალური კლიმატური პირობებია. ეს პროდუქცია რომ აღარ უნდა ვიყიდოთ ჩვენს ახლო თუ შორეულ მეზობლებში, საქართველოსთვის ეროვნული თავმოყვარეობისა და ღირსების საკითხია. მომავალში აუცილებლად გაგვეზრდება დასაქმება სურსათისა და მზა პროდუქტების ადგილზე მიტანისა და მომსახურების სფეროში. კიდევ უფრო გაიზრდება დასაქმებულთა რაოდენობა ონლაინგაყიდვების სფეროში, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის სფეროში. ფაქტობრივად, ეკონომიკის ზოგიერთი მიმართულებით ჩვენ არათუ კლება, არამედ დასაქმების ზრდა გვექნება და ერთ სფეროში უმუშევრად დარჩენილები სამსახურს მოიძიებენ სხვა, ამ ეტაპზე მოთხოვნად ბიზნესში. თუმცა მოსახლეობის განსაზღვრულ ნაწილს ხელისუფლების დახმარება, დასჭირდება. ვფიქრობ, დღევანდელი პოტენციალისა და რესურსების გათვალისწინებით, მაინც შესაძლებელია დაახლოებით 200-220 ათასი კაცის ფინანსურად დახმარება, სულ მცირე, 3 თვის განმავლობაში, თვეში 400 ლარის ოდენობით. ეს თვეში დაახლოებით 80-90 მილიონი ლარის რესურსის მობილიზებას მოითხოვს და შესაბამისად, 3 თვის განმავლობაში ეს ციფრი 240-დან 270 მილიონ ლარამდე მიაღწევს.
რაც უფრო დისციპლინირებული იქნებიან ჩვენი მოქალაქეები, დაიცავენ წესრიგს, დარჩებიან სახლში, მით მეტად გადაარჩენენ იმ სახელმწიფო რესურსებს, რომელთა გამოყენება შესაძლებელი იქნება მათთვის ეკონომიკური დახმარებისთვის. ამით სახელმწიფოს თითოეული მოქალაქის უფრო ფართომასშტაბიანი დახმარების შანსი მიეცემა.
- ხელისუფლებას არა აქვს ის ფუფუნება, რითაც ოპოზიცია სარგებლობს. ოპოზიციას აქვს შესაძლებლობა გააჟღეროს ნებისმიერი ციფრი, ინიციატივა და შემდეგ ამაზე პასუხისმგებლობა მას, ფაქტობრივად, არ მოეკითხება. ხელისუფლების წონასა და ავტორიტეტს კი მისი დანაპირები განსაზღვრავს - რომ იტყვის, აუცილებლად უნდა გააკეთოს. ამიტომ მწირი რესურსების, ამ რესურსების მოძიების და საერთაშორისო დონორებთან მოლაპარაკების დამთავრებამდე ამ ციფრების წინასწარ გაჟღერება და მოსახლეობისთვის პირობის წინასწარ მიცემა რთული იყო. გარდა ამისა, თავად ფაქტი და პროცესია უპრეცედენტო. ეკონომიკის მხარდაჭერა აღმოჩნდა იმ რესურსების მძევალი, რომელიც დარჩება ჯანდაცვის სექტორს. ახლა პირველი რიგის ამოცანაა ადამიანის გადარჩენა, მისი ჯანმრთელობა და მხოლოდ ამის შემდეგ ეკონომიკის დახმარებაზე ფიქრი.
- საქართველოში ოფიციალურად ხელფასების გაცემა უნაღდო ანგარიშსწორებით ხდება, შემდეგ ის იბეგრება და წლის განმავლობაში რა შემოსავალს რომელი წყაროდან ვიღებთ, ეს ინფორმაცია ყოველი ჩვენგანის შესახებ შემოსავლების სამსახურს აქვს. ამ მონაცემების მიხედვით გაკონტროლდება, ვინ დაკარგა სამსახური. რაც შეეხება თვითდასაქმებულებს, რა თქმა უნდა, შეიძლება რაღაც გრადაციის გაკეთება. შეგახსენებთ, რომ საქართველოში სოციალურ დახმარებას 100 ათასზე მეტი ოჯახი იღებს, ხოლო დახმარების მიღების მსურველთა რაოდენობა დაახლოებით ოთხჯერ მეტია. ამის მიხედვითაც შესაძლებელია განსაზღვრა, თუ ვინ საჭიროებს უმუშევრობის დახმარებას, ოღონდ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის აქტიური ჩართულობაც, რომ მათი ინფორმაციის საფუძველზე მოსახლეობის მიზნობრივად, საჭიროებების მიხედვით დავეხმაროთ.
- ამ საკითხში ოქროს შუალედია მოსაძებნი. სახელმწიფო ბიუჯეტის მთელი რიგი მუხლები გათვალისწინებულია სწორედ ამ დატვირთვით და ცალკეული სამშენებლო და საინვესტიციო პროექტები იმას ემსახურება, რომ არ შეჩერდეს წარმოება და სწორედ ბიზნესის ფუნქციონირების ხარჯზე მოხდეს დასაქმებულთა შემოსავლების ფორმირება. აქ საუბარია მედლის ორ მხარეზე - ერთი მხრივ, ბიზნესის მხარდაჭერა სხვადასხვა პროგრამისა და პროექტის ხარჯზე და მეორე მხრივ, იმ ადამიანების აგრესიული დახმარება, ვინც წარმოების პროცესიდან ამოვარდა და შემოსავლების მიღების შესაძლებლობა დაკარგა. ამ ორი მიმართულების კომბინაციით ჩვენ შევძლებთ ქვეყანაში სოციალური დაძაბულობის შენელებას.
- ექსპერტების, ეკონომისტების ვარაუდით, ამ კრიზისს აქვს ლათინური V-ს განვითარების გზა - კრიზისი და შემდეგ შედარებით სწრაფი გამოცოცხლება და აღმავლობა. იყო ასეთი პროგნოზებიც - ხომ არ მიიღებდა ეს კრიზისი ლათინური L-ის ფორმას, ანუ დაცემა და შემდეგ ხანგრძლივი სტაგნაცია, ხოლო გამოცოცხლება დაიწყებოდა დაახლოებით 3-6 კვარტალის შემდეგ. მაგრამ ჩვენ გვაქვს საკმაო რესურსი, პოტენციალი და ოპტიმიზმი იმისთვის, რათა ვივარაუდოთ, რომ ჩვენთან კრიზისი არ გახდება ლათინური L-ის მსგავსი და ამიტომ უკვე 3 თვის შემდეგ უნდა შევძლოთ აღმავლობის სტადიაზე გადასვლა. მართალია, ძველი დონის მიღწევას უფრო მეტ დროს მოვანდომებთ, მაგრამ პროგრესის ნიშნები და გამოცოცხლება უკვე 3 თვეში აშკარა იქნება.
სიახლეები
- ,,სალომე ზურაბიშვილს თავი ფარაონი ჰგონია"- გურამ მაჭარაშვილი
- ,,ვისაც უნდა ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, ხალხს მოუსმინონ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,შევდივარ ოპოზიციის მდგომარეობაში, რთულია ყოველდღე აქციები ატარო, თან როცა ქუჩის ქარიზმატული ლიდერები არ გვყავს"- გია ხუხაშვილი
- ,,იდიოტიზმს, რომელიც ახლა აქვთ მოწყობილი, იმ უიდეობას, რომელიც ახლა თბილისის ქუჩებში ხდება, სჯობს, დროზე შევიდნენ პარლამენტში"- იაგო ხვიჩია
- ძლიერ ქარიშხალს ორი ადამიანი ემსხვერპლა ვაშინგტონში