ავტომობილები გაიაფდა
კორონავირუსის პანდემიამ გაყიდვების მოცულობა ავტომობილების ბაზარზეც შეამცირა.
რუსთავის ავტომობილების ბაზრობა რამდენიმე დღეა რაც ისევ ამუშავდა.
რუსთავის ავტობაზრობის „აუტოპაპას“ ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ რუსთავის ავტობაზრობაზე დღეს 3 000-ზე მეტი ავტომობილი ელოდება მყიდველს და მათი ფასი საშუალოდ 10%-ით გაიაფებულია.
„ბაზრობაზე მანქანის პარკირების ტარიფი შაბათ-კვირაობით ადრე 25 ლარი იყო, ხოლო ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით კი 2 ლარი. ქვეყანაში საგანგებო მდგონარეობის გამოცხადების შემდეგ კი დღეში 1 ლარი გავხადეთ, ეს ლოიალური ტარიფი 1 ივნისამდე გვქონდა. ახლა პარკირების მომსახურება ჩვენთან 3 ლარია, ტარიფს ეტაპოვრივად გავზრდით და მხოლოდ სექტემბერში დავუბრუნდებით ძველ ფასს,“ - განაცხადეს ადმინისტრაციაში.
ავტოიმპორტიორი გიორგი გელაზონია ამბობს, რომ ამჟამად მოთხოვნა ბიუჯეტურ, ანუ ეკონომიურ მანქანებზე შენარჩუნდა. ძვირადღირებულ და ძლიერი ძრავის მქონე ავტომობილებზე მოთხოვნა საერთოდ გაქრა.
"ზოგადად მოთხოვნა შემცირდა დაახლეობით 50-60%-ით, მაგრამ ვინც მანქანას ყიდულობს, არჩევანს ეკონომიურ მანქანებზე აკეთებს. ადრე თუ საქართველოში "ჯიპომანია" იყო, ახლა პატარა, ეკონომიურ, დაბალი წვის ძრავის მქონე მანქანებზეა მოთხოვნა. ზოგადად მანქანები მოთხოვნის კლების პარალელურად 10-15%-ით გავაიაფეთ, რომ მყიდველი მოვიზიდოთ, თუმცა ბაზარზე რამე განსაკუთრებული აქტივობა ჯერ კიდევ არ არის," - აცხადებს ავტოიმპორტიორი.
კორონავირუსის უარყოფითი გავლენა იზრდება ევროკავშირის საავტომობილო ბაზარზეც. მაისში ევროკავშირში მხოლოდ 581 161 ახალი ავტომობილი გაიყიდა, რაც ევროპელ ავტომწარმოებელთა ასოციაციის მონაცემებით, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 52,3%-ით ნაკლებია. ყველაზე მეტად ავტომობილების გაყიდვა ესპანეთში (-72,7%), საფრანგეთში (-50,3%), იტალიასა (-49,6%) და გერმანიაში (-49,5%) შემცირდა.
2020 წლის პირველი ხუთი თვის მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდის მონაცემებს 41,5%-ით ჩამორჩება.
სიახლეები
- ,,სალომე ზურაბიშვილს თავი ფარაონი ჰგონია"- გურამ მაჭარაშვილი
- ,,ვისაც უნდა ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, ხალხს მოუსმინონ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,შევდივარ ოპოზიციის მდგომარეობაში, რთულია ყოველდღე აქციები ატარო, თან როცა ქუჩის ქარიზმატული ლიდერები არ გვყავს"- გია ხუხაშვილი
- ,,იდიოტიზმს, რომელიც ახლა აქვთ მოწყობილი, იმ უიდეობას, რომელიც ახლა თბილისის ქუჩებში ხდება, სჯობს, დროზე შევიდნენ პარლამენტში"- იაგო ხვიჩია
- ძლიერ ქარიშხალს ორი ადამიანი ემსხვერპლა ვაშინგტონში