"საქართველო ეკონომიკის აღდგენა-გაჯანსაღების თვალსაზრისით რეგიონული ლიდერი იქნება"
„საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გამოაქვეყნა მსოფლიო ეკონომიკის პროგნოზის მიმოხილვა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფონდის პროგნოზითაც, საქართველო უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში ეკონომიკის აღდგენა-გაჯანსაღებისა და ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით რეგიონული ლიდერი იქნება"- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2021-25 წლების განმავლობაში, საშუალოდ, ჩვენი წლიური ეკონომიკური ზრდა იქნება 5,5 პროცენტი, რაც არის რეგიონში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი.
„მათ შორის, 2021 წელს პროგნოზი არის +5,2 პროცენტი და იმის ნიშნები, რომ ჩვენი ეკონომიკა თანდათან მიდის აღდგენისკენ და დაწყებულია გაჯანსაღების პროცესი, აისახება ყოველთვიურ სტატისტიკაში. პრემიერ მინისტრმაც ისაუბრა, რომ ეს არის ეკონომიკური ვარდნის შესუსტება თვიდან თვემდე, ეს არის ჯერ ქართული წარმოების ექსპორტის ზრდა და ახლა უკვე მთლიანად, რეექსპორტის ჩათვლით, საექსპორტო პროდუქციის ზრდა, რომელიც დაფიქსირდა სექტემბრის თვეში, ასევე ეს არის ფულადი გზავნილების მოცულობის ზრდა და ეს არის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში მოკრძალებული, მაგრამ დადებითი დინამიკა, რომელიც მომავალ უფრო გაძლიერდება", - განაცხადა ნათია თურნავამ.
მინისტრის შეფასებით, აქედან გამომდინარე, სსფ-ს პროგნოზი, რომელიც გამოარჩევს საქართველოს, როგორც სწრაფი აღდგენის ტემპით გამორჩეულ ქვეყანას უახლოეს წლებში, ეფუძნება საქართველოს მთავრობის პოლიტიკის იმ ადეკვატურ შეფასებას, რომელიც, პირველ რიგში მიმართულია პანდემიის გავრცელების მართვისკენ.
„ანტიპანდემიური ღონისძიებები ძალიან ეფექტურად ჩატარდა და ამან ეკონომიკას მისცა თანდათან გაჯანსაღების შესაძლებლობა. ეს გვაძლებს დღეს საშუალებას, გადავიდეთ ადაპტაციის ეტაპზე, როდესაც დიდი, სისტემური შეზღუდვების გარეშე გავაგრძელებთ ნელ-ნელა გახსნის პროცესს და ეკონომიკა უფრო სწრაფად გაჯანსაღდება," - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი