"მაგრად ვიქნები მტრის ჯინაზე! - ამ ბრძოლიდან ფეხის მოცვლას არსად ვაპირებ" - მიხეილ სააკაშვილი
მაგრად ვიქნები მტრის ჯინაზე! -ამ ბრძოლიდან ფეხის მოცვლას არსად ვაპირებ. სადაც არ უნდა გადამსვან, გამომკეტონ, 500 გისოსი მიმამაგრონ, ხომ იცით, რომ ეს პირობითია,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე ჩართვისას განაცხადა.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, საქართველო აუცილებლად გაითავისუფლებს თავს.
„ყველაფერი რაც ჩემს თავს ხდება, რაც საქართველოს თავს ხდება, ეს არის ოკუპაციის გაგრძელება. ეს არის დიდი უსამართლობა ჩემი ხალხის მიმართ, ეს არის დიდი უსამართლობა ყველაფერი იმის მიმართ, რაც საქართველომ ამხელა ბრძოლით დაიმსახურა. რამდენი წელი ვიბრძვით, რომ ადამიანური ცხოვრება იყოს. თითქოს, სადღაც მივდიოდით. სამწუხაროდ, ხალიჩა გამოგვაცალეს ფეხქვეშ. უნდათ, რომ ისევ წაქცეულები ვიყოთ. აუცილებლად წამოვდგებით ფეხზე! აუცილებლად ვიქნებით მაგრად! მეც მაგრად ვიქნები მტრის ჯინაზე!
ამ ბრძოლაში ბოლომდე ვარ, ამ ბრძოლიდან ფეხის მოცვლას არსად ვაპირებ. სადაც არ უნდა გადამსვან, გამომკეტონ, 500 გისოსი მიმამაგრონ, ხომ იცით, რომ ეს პირობითია. საქართველო აუცილებლად გაითავისუფლებს თავს. აუცილებლად დადგება ფეხზე. შეძლებს ამ ყველაფრის გამოსწორებას“,- აღნიშნა სააკაშვილმა.
სიახლეები
- " ის, რომ მადურო სასტიკი, არალეგიტიმური დიქტატორია, არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ვენესუელაში დონალდ ტრამპის ქმედება იყო როგორც უკანონო, ასევე არაგონივრული"
- მოამზადეთ უგემრიელესი ბადრიჯნის კერძი სახამებელსა და ტკბილ-მჟავე სოუსში
- "მუდმივი არაფერია, რაც არ უნდა ძლიერი იყოს დიქტატორი და დაუნდობელი მისი ძალაუფლება, დასასრული გარდაუვალია" - სალომე ზურაბიშვილი
- "უწმინდესისა და უნეტარესის მამათმთავრული მსახურება ბეთლემის ვარსკვლავივით მიუძღვება ქართველ ერს და გვინათებს ჩვენ"
- "ვგმობთ ვენესუელაში ინტერვენციას, გაერო-ს წესდება ნათლად ადგენს, რომ არ უნდა იყოს სამხედრო ჩარევა" - მექსიკის პრეზიდენტი
