რუსული მედია: საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენა საახალწლოდ იგეგმებოდა, მაგრამ საპროტესტო აქციების გამო გადაიდო
“რუსეთი საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას სააახალწოდ აპირებდა, მაგრამ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისისა და თბილისში დაწყებული საპროტესტო აქციების გამო, ამ გადაწყვეტილების მიღება 2020 წლის დასაწყისისთვის გადაიდო - ამის შესახებ რუსული "იზვესტია“ წერს რუსეთის ხელისუფლებაში თავის წყაროებზე დაყრდნობით”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, რუსული მედია: საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენა საახალწლოდ იგეგმებოდა, მაგრამ საპროტესტო აქციების გამო გადაიდო
"როგორც "იზვესტიას“ წყარო აცხადებს, მართალია საქართველოში „ანტირუსულმა ისტერიამ“ იკლო, მაგრამ „თბილისის ქუჩებში საპროტესტო მასის ყოფნა არ ტოვებს იმ შთაბეჭდილებას, რომ იქ რუსი ტურისტებისათვის უსაფრთხო გარემოა“. აღსანიშნავია, რომ ხვალ პრაღაში აბაშიძე-კარასინის ფორმატში მორიგი ქართულ-რუსული შეხვედრა იგეგმება და საუბრის ერთ-ერთი თემა სწორედ ავიამიმოსვლა იქნება. თუმცა, მოსკოვში აცხადებენ, რომ ავიამიმოსვლის შეწყვეტის გადაწყვეტილება 8 ივლისს მოსკოვმა ერთპიროვნულად მიიღო და შესაბამისად, მისი აღდგენაც ასევე ერთპიროვნულად, ქართულ მხარესთან კონსულტაციის გარეშე მოხდება”, - აღნიშნავს გამოცემა.
"მოლაპარაკების კიდევ ერთი თემა სავარაუდოდ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება იქნება. თუმცა, როგორც „იზვესტიასთან“ საუბარში თავად გრიგორი კარასინმა განაცხადა, ეს უფრო ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატში განსახილველი საკითხია. ამის პარალელურად საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამომისვლასთან დაკავშირებით ერთი საინტერესო ცნობაც გავრცელდა.რუსული მედიის ცნობით, ოფიციალურმა მოსკოვმა ავიამიმოსვლით დაზარალებული რუსული ავიაკომპანიები „გადააგდო“. ზაფხულში, პრაქტიკულად ავიამიმოსვლის შეწყვეტისთანავე გაკეთდა განცხადება, რომ რუსეთის ხელისუფლება კომპენსაციას გადაუხდიდა იმ ავიაკომპანიებს, რომლებმაც ამ გადაწყვეტილების გამო წაგება ნახეს. ამ დღეებში კი გაირკვა, რომ რუსეთის ხელისუფლება ამის გაკეთებას წელს ვერ ახერხებს და ეცდება კომპენსაციისათვის საჭირო თანხა - დაახლოებით 50 მილიონი დოლარი - მომავალი წლის ბიუჯეტში გაწეროს”, - წერს სტატიის ავტორი.
სიახლეები
- “აგენტების კანონის” საკომიტეტო განხილვიდან ანრი ოხანაშვილმა 7 დეპუტატი გააძევა
- ''ოპოზიციამ ხალხს მოუსმინოს და ეცადოს, რომ სწორი სამოქმედო გზა ხალხთან ერთად იპოვოს" - იაგო ხვიჩია
- "ვისაც ეჭვი ეპარება, რა ხდება ქვეყანაში, უყურეთ სხდომას, სადაც ოპოზიციონერ დეპუტატებს კითხვის დასმის შესაძლებლობას არ აძლევენ - „ოცნება“ ატყუებს იმ ხალხს, ვისაც დღეს ე.წ სახალხო შეკრებაზე მოერეკება" - სალომე სამადაშვილი
- სამარხვო პიცა
- "ჩემი აზრით, საიამ უნდა თქვას, რომ დიახ, ამერიკული ძალა მაფინანსებდა და ამერიკული და ევროპული ძალის ინტერესი იყო, საქართველოს სტრასბურგში სრულყოფილი სარჩელი წარედგინა - ამაში სასირცხვილო არაფერია! " - მამუკა მდინარაძე