5 ტბა მსოფლიოში, რომელიც გაქრობის პირასაა
დღეისათვის კლიმატის ცვლილება და გლობალური დათბობა ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს მსოფლიოში, რის გამოც ჩვენთვის კარგად ნაცნობი სამყარო ყოველდღიურად იცვლება.
Travel Trivia ასახელებს 5 ტბას მსოფლიოში, რომელიც კლიმატის ცვლილებებისა და ადამიანების ჩარევის გამო გაქრობის პირასაა.
მკვდარი ზღვა - ისრაელი და იორდანია
მკვდარი ზღვა (ტბა) ისრაელისა და იორდანიის საზღვარზე მდებარეობს და მსოფლიოში ყველაზე დაბალ ადგილს წარმოადგენს. მინერალებით მდიდარ ტბას სამკურნალო თვისებები გააჩნია.
ბოლო ათწლეულების განმავლობაში რეგიონში მოსახლეობის რაოდენობის გაზრდის შედეგად ტბა გაქრობის პირას დადგა. მეცნიერების მტკიცებით, ტბის სიღრმე ყოველ წელს 1 მეტრით მცირდება.
ტბა პოოპო- ბოლივია
ტბა პოოპო ბოლივიის სიდიდით მეორე ტბას წარმოადგენდა, თუმცა მისი წყლის სოფლის მეურნეობაში გამოყენების შემდეგ ტბა დაშრობის პირას აღმოჩნდა. ამასთანავე, კლიმატის ცვლილების გამო რეგიონში ნალექები შემცირდა, რამაც ტბაში წყლის დაშრობის ტემპი კიდევ უფრო დააჩქარა.
არალის ზღვა- ყაზახეთი და უზბეკეთი
არალის ზღვა ყაზახეთსა და უზბეკეთს შორის მდებარეობს და ერთ დროს მსოფლიოს სიდიდით მე-4 ტბას წარმოადგენდა. თუმცა სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით 1970-იანი წლებიდან წყლის სარწყავად გამოყენება დაიწყეს, რის შედეგადაც დღეს ტბის მხოლოდ 10%-ია დარჩენილი.
ტბა პოიანხუ- ჩინეთი
ტბა პოიანხუ ჩინეთის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს და ჩინეთის ერთ-ერთ უდიდეს ტბას წარმოადგენდა. საუკუნეების განმავლობაში ტბას თევზჭერისთვის იყენებდნენ. თუმცა, ბოლო დროს სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით ტბის წყლის ინტენსიური გამოყენება დაიწყეს, რის გამოც ტბა გაქრობის პირას აღმოჩნდა.
ტბა ჩადი- ჩადი, ნიგერი, ნიგერია და კამერუნი
ტბა ჩადი 4 ქვეყნის - ჩადის, ნიგერის, ნიგერიისა და კამერუნის საზღვარზე მდებარეობს. მას საუკუნეების განმავლობაში ადგილობრივები სასმელად და სათევზაოდ იყენებდნენ. მე-20 საუკუნიდან ტბისპირა რეგიონებში მოსახლეობა მკვეთრად გაიზარდა, რის გამოც ტბაში წყლის რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. აღსანიშნავია, რომ 30 მილიონამდე ადამიანისთვის ტბის წყალს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.
სიახლეები
- “აგენტების კანონის” საკომიტეტო განხილვიდან ანრი ოხანაშვილმა 7 დეპუტატი გააძევა
- ''ოპოზიციამ ხალხს მოუსმინოს და ეცადოს, რომ სწორი სამოქმედო გზა ხალხთან ერთად იპოვოს" - იაგო ხვიჩია
- "ვისაც ეჭვი ეპარება, რა ხდება ქვეყანაში, უყურეთ სხდომას, სადაც ოპოზიციონერ დეპუტატებს კითხვის დასმის შესაძლებლობას არ აძლევენ - „ოცნება“ ატყუებს იმ ხალხს, ვისაც დღეს ე.წ სახალხო შეკრებაზე მოერეკება" - სალომე სამადაშვილი
- სამარხვო პიცა
- "ჩემი აზრით, საიამ უნდა თქვას, რომ დიახ, ამერიკული ძალა მაფინანსებდა და ამერიკული და ევროპული ძალის ინტერესი იყო, საქართველოს სტრასბურგში სრულყოფილი სარჩელი წარედგინა - ამაში სასირცხვილო არაფერია! " - მამუკა მდინარაძე