ქვეყანა, რომელმაც საქართველოს ტურისტული მიმოსვლის აღდგენის გადადება სთხოვა, ისრაელია
ქვეყანა, რომელმაც საქართველოს ტურისტული მიმოსვლის აღდგენის გადადება სთხოვა, ისრაელია.
შესაბამისად, ისრაელი აღარ იქნება პირველი ქვეყანა, საიდანაც, როგორც ანონსდებოდა, 1-ელი ივლისიდან საქართველო ტურისტებს მიიღებს.
შეგახსენებთ, საქართველო საერთაშორისო ტურისტებს სწორედ 1-ელი ივლისიდან ელის. პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია აცხადებდა, რომ სავარაუდოდ, ისრაელი იქნებოდა პირველი ქვეყანა, საიდანაც საქართველო ტურისტებს მიიღებდა, თუმცა როგორც პრემიერმა გუშინ განაცხადა, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მოულოდნელი გაუარესების გამო, ზოგიერთმა ქვეყანამ „ცოტა ხნით დალოდება“ ითხოვა.
“მთავრობა აწარმოებდა ორმხრივ მოლაპარაკებებს სხვადასხვა ქვეყანასთან, რომელთანაც მოლაპარაკებები თითქმის ბოლომდე იყო მისული და დასრულებულიც გვქონდა, თუმცა ამ ქვეყნებში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მოულოდნელად გაუარესდა და ჩვენმა კოლეგებმა თვითონ ჩვენივე ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით გვითხრეს, რომ ცოტა ხანი დაველოდოთ,”- განაცხადა პრემიერმა გუშინ, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე.
სიახლეები
- ზოგადი განათლების საფეხურებში ცვლილება ხორციელდება, რომლის მიღების შედეგადაც, სავალდებულო საბაზო განათლება 9 კლასის ნაცვლად, 10 კლასით განისაზღვრება
- ქათამი თაფლითა და ფორთოხლით
- მთავრობის დადგენილებით, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
- შარლ მიშელი სალომე ზურაბიშვილთან და ირაკლი კობახიძესთან სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- " ჩვენ არ ვართ კოლონია, დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფო ვართ - ევროპაში თავაწეული დავდივარ, რატომ უნდა წამომარტყას ვიღაცამ?" - კახა კალაძე