უცხოელი ტურისტების მიღების წესები ჯანდაცვის სამინისტროში საერთაშორისო ორგანიზაციებზე დაყრდნობით შემუშავდა და შესაძლოა კორონავირუსის დაფიქსირების შემთხვევაში საკარანტინე ზონები სახელმწიფომ კვლავ გამოიყენოს.
დავით ზალკალიანი საქართველოში გერმანიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს შეხვდა.
"ევროპის ქვეყნებმა თავიანთი საზღვრების გახსნა დაიწყეს ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებისთვის, მათ შორის ბრიტანელებისთვისაც“, - აღნიშნავს გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ («The Daily Telegraph») 17 ივნისს გამოაქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ყველაზე უსაფრთხო ადგილები ევროპაში პოსტპანდემიური მოგზაურობისათვის: საქართველო“ (ავტორი - ემა ფედერსტონი).
ადგილობრივი ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი მოსახლეობას ლამისყანიდან მიმართავს.
დღეიდან საქართველოში შიდა ტურიზმი იხსნება. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ 7 მაისს, კორონავირუსთან დაკავშირებული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე გახდა ცნობილი.
შვედეთის ქალაქ გეტებორგის ყოველდღიურ გაზეთ „გეტებორგ-პოსტენ“-ში («Göteborgs-Posten») 12 ივნისს გამოქვეყნდა სტატია „ღვინის ტური საქართველოში“, რომელშიც შვედი ექსპერტის მარი ოსკარსონის სტაბეჭდილებებია გადმოცემული.