თბილისი უცხოელებისთვის ერთ-ერთ ყველაზე იაფი ქალაქია
საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Mercer-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, თბილისი უცხოელებისთვის საცხოვრებლად ერთ-ერთი ყველაზე იაფი ქალაქია.
Mercer-მა 209 ქვეყანაში გამოიკვლია საცხოვრებელი, ტრანსპორტის, კვების, ტანსაცმლის, კომუნალური, გასართობი და სამედიცინო მომსახურების ფასები. 209 ქვეყნის სიაში თბილისი 203-ე ადგილს იკავებს. 2019 წელს კი თბილისი ამ სიაში 202-ე ადგილს იკავებდა.
ყველაზე ძვირადღირებული ქალაქი ჰონგ-კონგი გახდა, რომელსაც თურქმენეთის დედაქალაქი აშხაბადი მოსდევს. ათეულში მოხვდნენ ისეთი ქალაქები, როგორიცაა ტოკიო, ციურიხი, სინგაპური, ნიუ-იორკი, შანხაი, ბერნი, ჟენევა და პეკინი. ყველაზე შეღავათიანი ქალაქი უცხოელი მაცხოვრებლებისთვის ტუნისია.
სიახლეები
- ზოგადი განათლების საფეხურებში ცვლილება ხორციელდება, რომლის მიღების შედეგადაც, სავალდებულო საბაზო განათლება 9 კლასის ნაცვლად, 10 კლასით განისაზღვრება
- ქათამი თაფლითა და ფორთოხლით
- მთავრობის დადგენილებით, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
- შარლ მიშელი სალომე ზურაბიშვილთან და ირაკლი კობახიძესთან სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- " ჩვენ არ ვართ კოლონია, დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფო ვართ - ევროპაში თავაწეული დავდივარ, რატომ უნდა წამომარტყას ვიღაცამ?" - კახა კალაძე