"უნდა ვასწავლოთ ქართველებს, რომ დაისვენონ საქართველოში და ფული საქართველოს ტურიზმში გადაიხადონ," - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ იმერეთის რეგიონში ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, სავარაუდოდ, ისრაელი იქნება პირველი ქვეყანა, საიდანაც საქართველო ტურისტებს მიიღებს.
“საქართველო ტურისტების მიღებისთვის ემზადება - ტურისტების მიღებას ასევე პროგნოზირებენ ისეთი ქვეყნებიც, სადაც ეპიდემიოლოგიური კუთხით განსაკუთრებით რთული სიტუაცია იყო.
ჩეხეთი საქართველოს ტურისტებისთვის უსაფრთხო ქვეყნების კატეგორიაში შეიყვანს. ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგასთან დავით ზალკალიანთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.
Forbes-მა ტურიზმის ამომავალ ვარკვლავთა შვიდეულში ეთიოპიასთან, ირანთან, მიანმართან, ფილიპინებთან, სლოვენიასა და ტუნისთან ერთად საქართველოც შეიყვანა.
მთავრობა წელს საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლების დაახლოებით 70%-ით შემცირებას ელის.