"თავმჯდომარემ ითხოვა რომ უბანი ყველას დაეტოვებინა" - სალაძე
"კომისიის თავმჯდომარემ უბანზე ითხოვა რომ ყველას დაეტოვებინა უბანი დეზინფექციის ჩატარების მიზნით",- ამის შესახებ "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარემ განაცხადა.
სულხან სალაძის თქმით, გარდა იმისა, რომ ფაქტი კანონდარღვევაა და უბანი ფაქტობრივად დამკვირვებლის გარეშე რჩებოდა , "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" დამკვირვებელს ეუბნებოდნენ, რომ ეს საჩივარი უკან გამოეხმო.
"ჩვენი დამკვირვებლის მიერ დაფიქსირდა, რომ კომისიის თავმჯდომარემ უბანზე ითხოვა რომ ყველას დაეტოვებინა უბანი დეზინფექციის ჩატარების მიზნით. პრაქტიკულად, უბანი დარჩა მეთვალყურეობის გარეშე, მხოლოდ დამლაგებელი რჩებოდა უბანზე, რაზეც ჩვენმა დამკვირვებელმა გამოთქვა სიტყვიერი შენიშვნა. ამას მოჰყვა უკმაყოფილება უბანზე, მას მოსთხოვეს, რომ დაკორექტირებულიყო მისი შენიშვნა და სიტყვა ჩასვეს ფრჩხილებში, მისი ნებართვის გარეშე, თითქოს ცდილობდნენ გადაეშალათ საერთოდ ეს სიტყვა, რომ იქ არ ყოფილიყო დაფიქსირებული "დატოვება".
თუმცა, ეს არის მხოლოდ ერთი მხარე ამ პრობლემის. მეორე მხარე არის ის, რომ ამის შემდგომ გაგრძელდა მასთან დამატებით კომუნიკაცია, მას სთხოვეს რომ გამოსულიყო გარეთ და ეუბნებოდნენ, რომ ეს საჩივარი საერთოდ გამოეხმო, რომ თბილისი პატარა ქალაქია და მათ იციან მისი მისამართი. მას კონკრეტული პირები ეუბნებოდნენ ამის შესახებ. ეს არის დამკვირვებლის საქმიანობაში ხელის შეშლა. ერთი ის, რომ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაა, რომ უბანი რჩებოდა ყოველგვარი მეთვალყურეობის გარეშე, მაგრამ მეორე ნაწილი ემატება ამას, რომელიც არის დამკვირვებლის საქმიანობაში ხელის შეშლა," - განაცხადა სულხან სალაძემ.
სიახლეები
- პროკურატურის ცნობით, დააკავეს ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, რომლის ბინიდანაც $1,319,300 ამოიღეს
- ბოდბელი ეპისკოპოსი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება
- “მზია ამაღლობელს ევრო პარლამენტმა ა.სახაროვის პრემია მიანიჭა! საინტერესოა პრიზი საბჭოთა წყალბადის ბომბის ქანდაკებაა?” - გიორგი ხაინდრავა
- სერბეთის პრეზიდენტმა პარლამენტთან სროლა ტერაქტად შეაფასა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 23 ოქტომბრისთვის