ცესკოს ინფორმაციით, საოლქო საარჩევნო კომისიებში სულ 12 საჩივარია დაწერილი
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში, საოლქო საარჩევნო კომისიებში სულ 12 საჩივარია დაწერილი. როგორც ცესკოს სპიკერის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე აღნიშნა, საჩივრების უმრავლესობა პროცედურულ დარღვევებს ეხება.
რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს, სადაც 100-ზე მეტ დარღვევაზეა საუბარი, როგორც ცესკოს სპიკერი აცხადებს, მხოლოდ ორი საჩივარია სადამკვირვებლო ორგანიზაციების დამკვირვებლებისთვის ხელისშეშლის შესახებ დაწერილი და ეს ხარვეზი უკვე აღმოფხვრილია.
„ჩვენ გავეცანით საიას ანგარიშს, როგორც სამგორის, ასევე კრწანისის ორ უბანთან დაკავშირებით იყო დაწერილი საჩივარი. სავარაუდოდ, საჩივრების უმრავლესობა ეხებოდა პროცედურულ დარღვევებს და ამ ორ უბანთან დაკავშირებით იყო სადამკვირვებლო ორგანიზაციების დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლასთან დაკავშირებული საჩივრები. საიას აღნიშნული აქვს, რომ შესაბამისი ხარვეზები მათი შენიშვნების საფუძველზე აღმოიფხვრა ადგილზე და ასევე აღნიშნულია მათ ანგარიშში, რომ ხარვეზები ეხება ცალკეულ უბნებს. მათი შეფასებით ეს ხარვეზები არ იყო სისტემური ხასიათის“, - განაცხადა იოსელიანმა.
სიახლეები
- კორუფცია თუ არშემდგარი “რევოლუციის” მხარდაჭერა - ყოფილ მაღალჩინოსნების ჩხრეკის შემდეგ ჯერ არავინ დაუკავებიათ
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 21 ოქტომბრისთვის
- "2009 წელს, ჩვენს წინააღმდეგ აქციებს ივანიშვილი აფინანსებდა" - მიხეილ სააკაშვილი
- კრემლში აცხადებენ, რომ საქართველოს კომპენსაციას არ გადაუხდიან - “ეს მილიონები არსად არ გაქრება, რუსეთს მისი გადახდა მოუწევს”
- სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ყალბი სამედიცინო მოწმობის დამზადებისა და კომერციულ მოსყიდვაში დახმარების ფაქტებზე სამი პირი დააკავა