"ჩვენ ყველა ერთად ვიზრუნებთ ჩვენი ძველი და საამაყო ქალაქის ახალი წარმატებებისთვის"
"ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი მადლობას უხდის ყველა ქუთაისელს, ვინც მას მხარი დაუჭირა.
"დიდი მადლობა თითოეულ ქუთაისელს, ვინც მაღალი მოქალაქეობრივი შეგნებით მივიდა საარჩევნო ყუთთან და საკუთარი არჩევანი დააფიქსირა! ჩვენ ყველა ერთ საქმეს ვემსახურებით და ერთი მოტივი გვაქვს - ესაა ქუთაისის გაძლიერება, განვითარება, წინსვლა და წარმატება, თუმცა თითოეულს გვაქვს ჩვენი ხედვა და ჩვენ-ჩვენი გემოვნება ამ საკითხში.
მზად ვარ მოვუსმინო თითოეული ქუთაისელის იმ იდეასა და მოსაზრებას, რომელიც ქალაქს წაადგება და მოსახლეობის საკეთილდღეოდ იმუშავებს. არ იფიქროთ, რომ რაკი არჩევნებში თქვენი რჩეული კანდიდატი არ ვიყავი, ამიტომ ჩემთან ქუთაისის საკეთილდღეოდ საჭირო კომუნიკაციას ბარიერები შეექმნება.
ყველა ერთად, განურჩევლად პოლიტიკური გემოვნებისა, უნდა ჩავერთოთ ჩვენი ქალაქის აღმშენებლობაში. ჩვენ ერთად, თითოეული თქვენგანის თანამონაწილეობით, უნდა ვაშენოთ 21-ე საუკუნის ევროპული ქალაქი ეროვნულ ტრადიციებთან ინტეგრირებულად.
გამარჯვებას ვულოცავ ჩემს მეგობარს, კარგ ქუთაისელს, ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატს ზაზა ლომინაძეს, დარწმუნებული ვარ, ის იქნება ჩვენი ქალაქის ღირსეული წარმომადგენელი საკანონმდებლო ორგანოში და წარმატებებს ვუსურვებ ქვეყნის და ქალაქის კეთილდღეობისთვის საქმიანობაში.
დიდი მადლობა პარტიას "ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ და მის თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს, რომელიც არის საქართველოს სტაბილურობის გარანტი. ჩემთვის დიდი პატივია ნდობა, რომელიც გამომიცხადეს. მადლობა ჩემი გუნდის წევრებს, რომლებიც დაუღალავად მედგნენ გვერდით და ყოველთვის სჯეროდათ ჩემი, მადლობა ჩემს ოჯახს თანადგომისთვის. კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა თითოეულ ქუთაისელს!
ჩვენ გავიმარჯვეთ და ერთად ვიზრუნებთ ჩვენი ძველი და საამაყო ქალაქის ახალი წარმატებებისთვის!“ - მიმართა თანაქალაქელებს იოსებ ხახალეიშვილმა.
31 ოქტომბრის არჩევნებში "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა ხმების 46.10% მიიღო, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა გრიგოლ შუშანიამ - 31,47%. მეორე ტურში კი ოპოზიციის კანდიდატმა მონაწილეობა არ მიიღო.
სიახლეები
- "საქართველოს ხელისუფლება მართლმსაჯულების სისტემას დემონსტრანტების დასასჯელად და განსხვავებული აზრის ჩასახშობად იყენებს" - Amnesty International
- "არ უნდა დავივიწყოთ, რომ სადაც სამართლიანობის ერთი აგური დაიდო, 11 აგური დაიდო უსამართლობის, არავინ არის დამნაშავე" - სალომე ზურაბიშვილი
- "შეხვედრა შესაძლებელია, თუ ზელენსკი მზად არის, მოსკოვში ჩამოვიდეს" - ვლადიმერ პუტინი
- “დიახ, უსამართლო არჩევნებში მონაწილეობა ცუდია, მაგრამ მონაწილეობაზე უარის თქმა - კიდევ უარესი” - გია ხუხაშვილი
- "მინდა, გავამხნევო რეჟიმის ყველა პატიმარი, უსამართლობა დიდხანს არ გაგრძელდება, ყველას მოეთხოვება მკაცრი პასუხი თავისუფალ და სამართლიან სასამართლოში"