პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარედ 6 თვის ვადით გიორგი კალანდარიშვილი აირჩია
საქართველოს პარლამენტმა ცესკო-ს თავმჯდომარე და ორი პროფესიონალი წევრი აირჩია.პარლამენტმა ცესკო-ს თავმჯდომარედ 83 ხმით 3-ის წინააღმდეგ გიორგი კალანდარიშვილი დაამტკიცა. პარლამენტმა ცესკო-ს პროფესიონალ წევრებად გია ცაცაშვილისა და (81 მომხრე) და მაია ზარიძის (81 მომხრე) კანდიდატურები დაამტკიცა.
კენჭისყრა ამჯერად სრული შემადგენლობის უმრავლესობის კვორუმით ჩატარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ცესკოში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე ასარჩევად კანდიდატებს სულ მცირე 76 ხმა სჭირდებოდათ. სრული შემადგენლობის უმრავლესობით არჩეული ცესკოს თავმჯდომარე და წევრები თანამდებობას 6 თვის ვადით დაიკავებენ.
საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით, კენჭისყრა ორჯერ 2/3-იანი კვორუმით და ერთხელ 3/5-იანი კვორუმით ჩატარდა, თუმცა მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის საერთო კანდიდატებზე ვერშეთანხმების გამო, მაღალი კვორუმით არჩევა ვერ მოხდა.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან
