„ჩემი მიზანია ქუთაისი ახალგაზრდული სიცოცხლის ქალაქი იყოს“ - იოსებ ხახალეიშვილი
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან და პარტიის სხვა წევრებთან ერთად „ქართული ოცნების“ ქუთაისის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს შეხვდა.
იოსებ ხახალეიშვილის თქმით, უნდა მოხდეს სტუდენტური ცხოვრების ინტეგრირება ქალაქის განვითარების პერსპექტივასთან , რათა ქუთაისი განათლების და კულტურის ცენტრად რეალურად იქცეს. მისივე განცხადებით, ქუთაისი ცნობადი უნდა გახდეს კინომატოგრაფიით, მუსიკალური, სხვადასხვა თეატრალური ღონისძიებებითა და ფესტივალებით. ამასთან, იგი ახალგაზრდებისთვის არა მარტო საუკეთესო განათლების მიღების, არამედ გართობის, შემოქმედებითი შთაბეჭდილებების ადგილად უნდა იქცეს.
დღესვე ორგან იზაციის ოფისში, ახალგაზრდული პოლიტიკის შესახებ ხედვის პრეზენტაცია გაიმართა.
„ჩემი მიზანია ქუთაისი ახალგაზრდული სიცოცხლის ქალაქი იყოს. ყველა პროექტი, რომლის განხორციელებასაც ვგეგმავთ, თქვენი თაობისთვის უნდა იყოს მომხიბვლელი და ქუთაისში თვითრეალიზების საშუალებას უნდა გაძლევდეთ“, -განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
სიახლეები
- 10 ავტორი და ნაწარმოები, რომლებსაც ქართველები 2025 წელს კითხულობდნენ
- "ივანიშვილმა იყიდა რუსეთში სახლები და ემზადება გასაქცევად, მაგრამ კრემლი ისეთ რაღაცებს სთხოვს, რისი მიცემაც ამ ეტაპზე არ შეუძლია" - მიხეილ სააკაშვილი
- სუს-ი სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლას იწყებს
- გრიგოლ ლილუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია
