ამომრჩეველთა აქტივობა 15:00 საათისთვის
საქართველოს მუნიციპალური არჩევნების მეორე ტურზე ცესკო-ს მონაცემებით 15:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 31.82% შეადგინა, რაც ჯამში 664 573 ამომრჩეველია.
რეგიონებს შორის ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმში დაფიქსირდა, სადაც ამომრჩეველთა 45.4% მივიდა საარჩევნო უბანზე. ყველაზე დაბალი აქტივობა მცხეთა-მთიანეთშია - 26.9%.
თბილისში ამომრჩევლის აქტივობა ამ დროისთვის 30.8%-ს შეადგენს, რაც ჯამში 308 856 ამომრჩეველია.
სიახლეები
- იმერეთსა და სხვა რეგიონებში წიაღის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოვლინდა
- ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება
- სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე 2 პირი დააკავა
- ,,ეკლესიაზე თავდასხმები, დეზინფორმაცია, ჩარევების მცდელობები საეკლესიო საქმეებში, წარმოადგენს უცხოური ძალის დღის წესრიგის ნომერ პირველ საკითხს"- გურამ მაჭარაშვილი
- საქართველოს რკინიგზა სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
