"არჩევნები შედგა" - ცესკო-მ არჩევნების მეორე ტური შეაჯამა
ცესკო-მ არჩევნების მეორე ტური შეაჯამა.
საარჩევნო კომისიის წარმომადგენლის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, არჩევნებში მონაწილეობა 1 025 406-მა ამომრჩეველმა მიიღო.
კალანდარიშვილმა საარჩევნო პროცესი შეაფასა, როგორც კონკურენტულ გარემოში ჩატარებული.
"მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტური დასრულებულია. მინდა მადლობა გადავუხადო ამომრჩეველს, რომელმაც იაქტიურა და გამოიჩინა მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა. 1 025 406-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა ხმის მიცემის პროცესში.
არჩევნების პროცესი იყო საკმაოდ კონკურენტული. მიუხედავად ამისა იყო ხარვეზებიც, თუმცა საერთო ჯამში, არა მარტო ჩვენი შეფასებით, საუბნო საარჩევნო კომისიებში მისულ ამომრჩეველს დახვდა კოვიდუსაფრთხო და პროფესიულ დონეზე ორგანიზებული საარჩევნო გარემო.
მხოლოდ ცალკეულ უბნებზე, მცირე ხნით შეფერხდა საარჩევნო პროცესი, კონკრეტული ინციდენტების გამო, არჩევნები შედგა", - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 31 ოქტომბრისთვის
- შემოსავლების სამსახური განმარტავს, ვის აქვს ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება
- “ნებისმიერი დემოკრატიის ვალდებულებაა რეაქცია რადიკალიზმზე” – შალვა პაპუაშვილი
- აშშ ბირთვული იარაღის გამოცდისთვის ემზადება — ტრამპის ახალი ბრძანება
- “ამბიონი წამართვეს, ამიერიდან ჩემი ამბიონი იქნება რუსთაველის გამზირი” - არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი
 
		 
											 
											 
		  	 
															 
															 
															 
															 
															 
															 
															 
															 
															 
															 
															 
															 
															 
															 
															 
															 
															 
															 
															 
															
