„ძლიერმა საქართველომ“ სამეგრელოში, იმერეთსა და გურიაში კოალიციის მერობის კანდიდატები წარადგინა

„ძლიერმა საქართველომ“, 2025 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის, სამეგრელოში, იმერეთსა და გურიაში კოალიციის მერობის კანდიდატები წარადგინა. წარდგენის ღონისძიება ზუგდიდში გაიმართა.

მერობის კანდიდატები „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებმა, ალეკო ელისაშვილმა და ლევან სამუშიამ წარადგინეს.

ზუგდიდში „ძლიერი საქართველოს“ მერობის კანდიდატია გიორგი თოდუა;

ხობში - იური ბუკია;

ჩოხატაურში - ნუგზარ ჩხიკვაძე;

ხარაგაულში - ინგა მაღრაძე;

სამტრედიაში - ბადრი ვაშაკიძე.

რაც შეეხება ხონის მერობის კანდიდატს, კოალიციის მერობის კანდიდატია გელა ბობოხიძე. ალეკო ელისაშვილის განმარტებით, ის დღევანდელ წარდგენას ვერ ესწრება ობიექტური მიზეზით, რადგან საქართველოში არ იმყოფება.

როგორც ალეკო ელისაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საერთო მიზნისკენ ერთად უნდა იმუშაონ.

„ძალიან მაგარი ამბავი ხდება ის, რომ წინასაარჩევნო კოორდინაცია გვაქვს ძალიან მაგარ პოლიტიკურ ჯგუფთან, რომელიც ჩვენი კონკურენტია, მაგრამ შევთანხმდით გიორგი გახარიას პოლიტიკურ გუნდთან, რომ უფრო დიდი მიზანი უნდა გვაერთიანებდეს და ამ დიდი მიზნისკენ სვლისას ჩვენი ამბიციები, ეგო უკან დავწიოთ, ჩვენ წყენებზე მაღლა დავდგეთ. აქამდე, ქართველმა პოლიტიკოსებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა ვაჩვენეთ მთელ მსოფლიოს, მტერსაც და მოყვარესაც, რომ ერთმანეთის ლანძღვაში ვართ მსოფლიო ჩემპიონები, ოლიმპიური ჩემპიონები ერთმანეთისთვის ფეხის დადებაში, შეურაცხყოფის მიყენებაში, მაგრამ ეს დრო წარსულს უნდა ჩავაბაროთ, თუ ჩვენ გვაქვს ამბიცია იმისა, რომ გადავიბაროთ საქართველოს ბედი, ხელისუფლება. დიახ, ჩვენ ვართ ის პოლიტიკური გუნდი, რომელსაც ამის ამბიცია გვაქვს, პირველ რიგში, „ლელო-ძლიერ საქართველოს“ და ახლა უკვე, კოორდინირებულ რეჟიმში ვართ გახარიას პოლიტიკურ გუნდთან და ეს არის ძალიან მაგარი. მტერსაც და მოყვარესაც უნდა ვაჩვენოთ,რომ საქართველოსთვის უნდა გავერთიანდეთ“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა კანდიდატების წარდგენისას.

 

წაკითხვა 185 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.