საარჩევნო მედია სკოლის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ
საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი საგანმანათლებლო პროექტი „საარჩევნო მედია სკოლა“ წარმატებით დასრულდა. საპილოტე პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება და საარჩევნო საკითხების შესახებ ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტების ცნობიერების ამაღლება იყო.
საგანმანათლებლო პროექტის წარმატებით დასრულებისათვის მონაწილეებს სერტიფიკატები ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და ცესკოს პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა გადასცეს. გიორგი კალანდარიშვილმა ახალგაზრდებს პროექტში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ პროექტის ფარგლებში მიღებული ინფორმაცია მათ მომავალ საქმიანობაში დაეხმარებათ.
„საარჩევნო მედია სკოლის“ სტუდენტები ორი კვირის განმავლობაში ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს გაეცნენ, როგორებიცაა: საარჩევნო სისტემები და საარჩევნო ადმინისტრაციის მოდელები; ელექტრონული არჩევნები; ხმის მიცემის პროცედურები; ინკლუზიური საარჩევნო გარემო; მედიის როლი საარჩევნო პროცესში, საერთაშორისო პრაქტიკა, მედიის უფლებები და მოვალეობები საარჩევნო პროცესის გაშუქებისას, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა და პრაქტიკა; დეზინფორმაცია როგორც მსოფლიოს გამოწვევა და მასთან გამკლავების გზები; არასწორი აღქმები და აზრის ფორმირება და ა.შ.
აღსანიშნავია, რომ პროექტის მონაწილეებს ინფორმაცია და საკუთარი გამოცდილება შეხვედრებისა და დისკუსიის ფორმატში ცესკოს ხელმძღვანელ პირებთან ერთად მოწვეულმა ექსპერტებმაც გაუზიარეს.
პროექტი ცესკოსა და ახალგაზრდობის სააგენტოს შორის არსებული მემორანდუმის და ასევე, ცესკოს სწავლების ცენტრსა და უმაღლეს სასწავლებლებს შორის გაფორმებული მემორანდუმების ფარგლებში განხორციელდა.
სიახლეები
- "მადურომ ვერ შეასწრო ბუნკერში და ვერ შეასწრებს ივანიშვილიც" - მიხეილ სააკაშვილი
- "უდანაშაულო ვარ, წესიერი ადამიანი ვარ და კვლავ ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი" - ნიკოლას მადურო
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 იანვრისთვის
- "რა კონფიგურაციიის მთავრობაც არ უნდა შედგეს ვენესუელაში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მოხდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარება"
- " ის, რომ მადურო სასტიკი, არალეგიტიმური დიქტატორია, არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ვენესუელაში დონალდ ტრამპის ქმედება იყო როგორც უკანონო, ასევე არაგონივრული"
