მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისათვის საარჩევნო ტექნოლოგიების შესაბამისობის აუდიტის ორი ეტაპი დასრულდა

მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისათვის საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია კვლავ ატარებს საარჩევნო ტექნოლოგიების შესაბამისობის აუდიტს. აუდიტს საარჩევნო ტექნოლოგიების ტესტირების ლაბორატორია „Pro V&V” ატარებს, რომელსაც ამერიკის შეერთებულ შტატებში აქვს მრავალწლიანი გამოცდილება და ერთ-ერთია იმ ორი კომპანიიდან, რომელსაც ამერიკაში შესაბამისი ინსტიტუციების სათანადო აკრედიტაცია გააჩნია.

საარჩევნო ადმინისტრაციას მნიშვნელოვნად მიაჩნია, შესაბამისობის აუდიტის კიდევ ერთხელ განხორციელებით, გაითვალისწინოს საერთაშორისო კარგი პრაქტიკა და საზოგადოებას მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია ელექტრონული საშუალებების მუშაობის პრინციპებზე, უსაფრთხოებაზე და დაცულობის უმაღლეს სტანდარტებზე. ამავდროულად, ამ პროცესის განხორციელება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ  საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტს გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების მაღალი სტანდარტის დაცვა წარმოადგენს.

შესაბამისობის აუდიტის პირველი ორი ეტაპი უკვე განხორციელდა და შესაბამისად, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, წარმოგიდგენთ ინფორმაციას უკვე ჩატარებული ორი ეტაპის შესახებ. კერძოდ, საწყისი კოდის რევიზიისა და კონფიგურაციის აუდიტის შედეგად დგინდება, რომ:

  • ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნებისთვის საჭირო მოწყობილობების კონფიგურაციისთვის წარმატებით განახორციელა პროცედურები, რომლებიც ადრე ჩატარებული პილოტისა და ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული არჩევნების ფარგლებში გამოიყენებოდა;
  • ცესკომ წარმატებით დანერგა კონფიგურაციის პროცესის ხარისხის მონიტორინგის პროგრამა;
  • არჩევნების ჩასატარებლად საჭირო მოსამზადებელი პროცესები, პროცედურები და შემოწმებები იყო შესაფერისი და პერსონალი კარგად იყო მომზადებული;
  • ამომრჩეველთა სიაში ამომრჩევლის პირადი ნომერი არ არის დუბლირებული და ერთი ამომრჩეველი მხოლოდ ერთხელაა სიაში შეყვანილი;
  • ცესკოს სერვერებზე არსებული ამომრჩეველთა სიები შესაბამისობაშია აპარატში ჩატვირთულ სიებთან;
  • ვერიფიკაციის აპარატის საწყის კოდში განხორციელდა მცირე ცვლილება და განხორციელებული არცერთი ცვლილება არ არღვევს საარჩევნო კანონმდებლობას და არ ახდენს უარყოფით გავლენას საარჩევნო სისტემის მთლიანობაზე, საიმედოობაზე ან უსაფრთხოებაზე.

აქვე შეგახსენებთ, რომ შესაბამისობის აუდიტი ითვალისწინებს კვლევის განხორციელებას სამ ფაზად:

პირველ ფაზა ითვალისწინებდა ელექტრონულ ტექნოლოგიების საწყის კოდში განხორციელებული ცვლილებების შესწავლას და მათ შესაბამისობას ქართულ კანონმდებლობასთან, ასევე ტესტირებას, თუ რამდენად კარგად მუშაობდა განახლებული პროგრამა.

მეორე ფაზა ითვალისწინებდა „Pro V&V”-ის წარმომადგენლების უშუალოდ დაკვირვებას ელექტრონული მოწყობილობების საარჩევნოდ მომზადების პროცესზე ცესკოს საოპერაციო-სასაწყობო სივრცეში. მეორე ფაზა ასევე ითვალისწინებდა ცესკოს სერვერებზე არსებული ამომრჩეველთა სიებისა და  მოწყობილობებში შეყვანილი სიების იდენტურობის შემოწმებას.

მესამე ფაზა კი ითვალისწინებს „Pro V&V”-ის წარმომადგენლების დაკვირვებას აპარატურის მუშაობის პროცესზე უშუალოდ კენჭისყრის დღეს.

საარჩევნო ადმინისტრაცია, საზოგადოებას მესამე ფაზის შედეგებს შესაბამისობის აუდიტის დასრულებისთანავე გააცნობს.

დეტალური ინფორმაცია აუდიტის ანგარიშების შესახებ, ქართულ და ინგლისურ ენებზე, განთავსებულია ცესკოს ვებგვერდზე.

წაკითხვა 84 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 03 2025
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.