მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის საარჩევნო მოდელზე შეთანხმება მიღწეულია
საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეულია.
ამის შესახებ აშშ-ის ელჩის რეზიდენციასთან ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს.
მათი თქმით, ოპოზიცია და მმართველი გუნდი 120/30-ზე მოდელზე, ერთ პროცენტიან ბარიერზე, 40 % -იან უმრავლესობის დასაკომპლექტებელ ბარიერზე, ე.წ. ჩამკეტზე შეთანხმდნენ.
როგორც შეხვედრის მონაწილეები ამბობენ, აღნიშნულზე მემორანდუმი გაფორმდა და მას ხელი მოეწერა.
სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა
