მიიღებენ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას კარანტინში და სტაციონარში მოთავსებულები
მესამე მოსმენით დამტკიცებული "საარჩევნო კოდექსშის" მიხედვით, ცენტრალური საარჩევნო კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას, მიიღებენ თუ არა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას საკარანტინო სივრცეებსა და სტაციონარში მოთავსებული პირები.
ცვლილებების თანახმად, "საარჩევნო კოდექსის" 199-ე მუხლი COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრო ვალდებულია, კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-6 დღისა ცესკოს გადასცეს იმ პირთა სია, რომლებიც კენჭისყრის დღისათვის საკარანტინო სივრცეებსა და ახალი კორონავირუსით ინფიცირების გამო, სამედიცინო დაწესებულებებში იქნებიან განთავსებულნი.
სამინისტროს მიერ ცესკოსადმი გაცემული რეკომენდაციის საფუძველზე, ცესკო დადგენილებით იღებს გადაწყვეტილებას ზემოაღნიშნულ განთავსების ადგილებში კენჭისყრის ჩატარების მიზანშეწონილობის შესახებ.
კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-3 დღისა, ამ მონაცემების საფუძველზე, ცესკოს მიერ მტკიცდება სპეციალური სიები, რომელშიც შეყვანილი ამომრჩევლების გვარისა და სახელის გასწვრივ ამომრჩეველთა ერთიან სიაში კეთდება ჩანაწერი: “გადაყვანილია სპეციალურ სიაში“.
სიახლეები
- ,,პროდუქტებზე მაღალი ფასნამატია, უნდა დაიწყოს გამოძიება, შეიქმნას საგამოძიებო კომისია"- ირაკლი კობახიძე
- მოსკოვში აფეთქების შედეგად პოლიციელები დაიღუპნენ
- ,,გაფახზულის სესიაზე სპეციალური კომისია შეიქმნება, რომელიც დაიწყებს სასურსათო პროდუქტებზე ფასების ფორმირების პროცესის საჯარო შესწავლას"- შალვა პაპუაშვილი
- ანკარაში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა
- ,,ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს ,,ლელო”, გადააბარეს ,,ალტ ინფოს” და ,,პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული ,,ენჯეოებიც”- ირაკლი კობახიძე
