"უფრო მეტი დაკვირვება იქნება საარჩევნო პერიოდზე და კამპანიებზე, ვიდრე არჩევნების დღეზე" - შარაშენიძე
"საპარლამენტო არჩევნებიდან სამი თვით ადრე, საქართველოს მიმართულებით მოდის გზავნილები დასავლეთის მხრიდან.
ექსპერტები ამბობენ, რომ ეს არჩევნები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების დიდი დაკვირვების ქვეშ ჩაივლის. "დასავლეთისთვის უფრო მნიშვნელოვანია რა ხდება საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, რამდენადაა სამართლიანობა და თანასწორობა დაცული", - ამბობს ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "უფრო მეტი დაკვირვება იქნება საარჩევნო პერიოდზე და კამპანიებზე, ვიდრე არჩევნების დღეზე" - შარაშენიძე
"მისი თქმით, ამჟამად მიმდინარე პროცესებიც დასავლეთის დაკვირვების შედეგია. იმ განცხადებების გათვალისწინებით, რომლებიც ახლა დასავლეთის მხრიდან საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე კეთდება, შეიძლება ითქვას, რომ უკვე ჩარეულნი არიან საარჩევნო პროცესში. უფრო მეტი დაკვირვება იქნება საარჩევნო პერიოდზე და კამპანიებზე, ვიდრე არჩევნების დღეზე. დასავლეთისთვის უფრო მნიშვნელოვანია რა ხდება საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, რამდენადაა სამართლიანობა და თანასწორობა დაცული", - თქვა თორნიკე შარაშენიძემ. რაც შეეხება რუსეთ-ბელარუსს შორის ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს და ლუკაშენკოს დასავლეთთან პარტნიორობას, შარაშენიძის თქმით, ეს მხოლოდ ლუკაშენკოს თამაშია რუსეთთან. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით შარშან, წლის ბოლოს, ადგილი ჰქონდა პუტინის მხრიდან სერიოზულ მცდელობას, რომ დაეყოლიებინა ლუკაშენკო რუსეთისა და ბელარუსის გაერთიანებაზე, რაზეც ლუკაშენკომ უარი უთხრა. შემდეგ გაგრძელდა ზეწოლა პუტინის მხრიდან და ახლა, როგორც ჩანს, ლუკაშენკო აკეთებს კონტრსვლებს. ამით აჩვენებს პუტის, რომ თვითონაც შეუძლია რაღაც ავნოს და გაუფუჭოს რუსეთს. ამას უნდა მივაწეროთ ეს ყველაფერი. არ შედგა რუსეთ- ბელარუსის გაერთიანება, რამაც ბუნებრივია გაანაწყენა პუტინი, რომელიც ცდილობს რაღაც ზომები მიიღოს ლუკაშენკოს წინააღმდეგ. ლუკაშენკო თამაშობს რუსეთსა და ევროპას შორის. ორივეზე საკმაოდ სერიოზულადაა ეკონომიკურად დამოკიდებული, ბოლომდე არცერთთან არ წყვეტს ურთიერთობას. მოკლედ რომ ვთქვათ "თამაშია" ლუკაშენკოსი რუსეთთან, ეუბნება, რომ ძალიან თუ "მომაწვები", აგერ მყავს ევროპაო", - თქვა მან”, - აღნიშნავს გამოცემა.
"რეგიონში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას, შარაშენიძემ თქვა, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი დასრულებულია და რაიმე ტიპის ფართომასშტაბიან ომს არ უნდა ველოდოთ. სომხურ-აზერბაიჯანული მორიგი შეტაკება დასრულდა. ამ წვრთნებით კი თურქეთმა დაამტკიცა, რომ აზერბაიჯანის მოკავშირეა. სიმბოლური ჟესტი უფრო იყო, ბუნებრივია, პოლიტიკური დატვირთვით, მაგრამ სამხედრო მოქმედებები დასრულებულია უკვე და ამით თუქეთმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ აზერბაიჯანს შემდეგი დაპირისპირების შემთხვევაში არ მიატოვებს. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არანაირი მსხვილმასშტაბიანი ომი, ამ ორ მხარეს შორის არ იქნება, იმიტომ, რომ ერთის უკან თურქეთია, მეორეს უკან რუსეთი და მსგავსი კონფლიქტი მათ ინტერესებში არ შედის", - ამბობს თორნიკე შარაშენიძე „რეზონანსთან”, - დასძენს გამოცემა.
"აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამხედრო დაპირისპირების ფონზე, ბაქო და ანკარა აზერბაიჯანის ოთხ ლოკაციაზე ერთობლივ წვრთნებს ატარებენ, რომელიც 10 აგვისტომდე გასტანს. როგორც ორშაბათს რუსულმა მედიამ დაწერა, წვრთნებისას საკმაოდ სერიოზული ინციდენტი მოხდა. ერთობლივი სამხედრო სწავლების ფარგლებში, ორი თურქული F-16 სომხეთის დედაქალაქ ერევანს 56 კმ ის მანძილზე, დიდი სიჩქარით მიუახლოვდა, შემდეგ კი მკვეთრი მანევრით უკან გატრიალდა. როგორც მედია იტყობინება, ამ გზით მათ სომხეთის დედაქალაქზე შეტევა შეეძლოთ”, - წერს სტატიის ავტორი.
სიახლეები
- ,,ველი კიდევ 3 წელს, 16 წელი მექნება სასჯელი - სერიულ მკვლელებს და პედოფილებს უსჯიან ამდენს"- მიხეილ სააკაშვილი
- ,,სხვას რომ ხმა ამოეღო, ჩემი შვილი არ მოკვდებოდა" - გიგა ავალიანის დედა პროკურატურის განცხადებას ეხმაურება
- ,,ჩვენი ქვეყანა ღიაა იმისათვის, რომ სუფთა ფურცლიდან მოხდეს საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობის დაწყება"- ზვიად შალამბერიძე
- ,,ჩვენი და ამერიკის თანხვედრა ღირებულებით ნაწილში, მსოფლმხედველობით ნაწილში, პოლიტიკურ ჭრილს ვგულისხმობ, ერთი-ერთში ემთხვევა”
- ,,როგორც ჩანს, ქალბატონმა ფონ დერ ლაიენმა, როგორც იქნა, რუკას დახედა და გაათვითცნობიერა ის, რომ საქართველო მართლაც საკვანძო ადგილზე იმყოფება” – ლევან მაჭავარიანი
