"ქუთაისში მდგომარეობა არაპროგრესირებადია, რაღაც უნდა შეიცვალოს"- ნათელა ჯიმშელეიშვილი
დღეს, ქუთაისში, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება - "ქართული ფესვების" შტაბი გაიხსნა, სადაც ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატად ნათელა ჯიმშელეიშვილი ოფიციალურად წარადგინეს.
ნათელა ჯიმშელეიშვილმა FirstNews.ge-თან საკუთარ გეგმებზე ვრცლად ისაუბრა:
- არაერთხელ მქონია შესაძლენლობა და შანსი პოლიტიკაში წასვლისა, თუმცა ჩემი ისედაც მსუყე საზოგადოებრივი მოღვაწეობისა, არასდროს გამჩენია სურვილი ამ სფეროში მომესინჯა საკუთარი ძალები. უფრო სწორი იქნება, თუ გეტყვით, რომ ვერცერთ პარტიაში ვერ მოვისაზრე ჩემი თავი. რაც შეეხება "ქართულ ფესვებს" ეს სწორედ ისაა, რასაც მთელი შეგნებული ცხოვრება ვემსახურები არა მარტო საქართველოს ფარგლებში. აქ, დავინახე ის სული, რომელიც ჩემი ნაწილია, რითაც შემიძლია ამაყად დავდგე ჩემი ქალაქისა და ქვეყნის საზოგადოების წინაშე. ამასთან ერთად, ვფიქრობ, რომ რაღაც უსათუოდ უნდა შეიცვალოს, რადგან ის მდგომარეობა, რაც დღეს არის, მახსოვს ორი ათეული წლის წინაც. ეს კი არაპროგრესირებადია ჩვენი ქალაქისა და ქვეყნის რეალურად ღირსეული მომავლისთვის.
- რის შეცვლას გეგმავთ ქუთაისში?
- ქუთაისში იმდენი რამ არის შესაცვლელი, რომ ნებისმიერ დეპუტატს სერიოზული მუშაობა მართებს. მე აუცილებლად შევეხები კულტურას, ძალიან ბევრი საინტერესო პროგრამა მაქვს ამისთვის. აუცილებლად შევეხები ინკლუზიურ სფეროს, რაც ჩემთვის ძალიან ორგანული ნაწილია, სოციალურად დაუცველ კატეგორიასა და ემიგრანტებს, მათ ოჯახებს. მათთვის მაქვს პროგრამა, თუ რა ხელშეწყობა შეიძლება მოხდეს მათი დაბრუნების შემთხვევაში. ეს ჩამონათვალი ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი კატეგორიებია, რომელთა რეალობაში სერიოზული ცვლილებებია შესატანი.
- რატომ არიჩიეთ "ქართული ფესვები" და არა სხვა, რომელიმე პარტია?
- როგორც მოგახსენეთ თვითონ მრწამსის დონეზე "ქართული ფესვები" ჩემი ცხოვრების მთავარი სამოქმედო მიმართულებაა. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ასეთი სახელწოდებითა და პროგრამული შინაარსით ემიგრანტების მიერ შეიქმნა, კერძოდ თენგიზ ოქროპილაშვილის მიერ. ეს ის ადგილია, სადაც ჩემს თავს მოვისაზრებ, საიდანაც მეტი ბერკეტი მექნება ვემსახურო ჩვენს ქალაქს.
პრეზენტაციას მსახიობები, პოეტები, მუსიკოსები, ჟურნალისტები და შშმ პირები ესწრებოდნენ.
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი