"საქართველოში არასდროს დაბრუნდება ის წლები, როდესაც ადამიანები იჩაგრებოდნენ"
"აჭარა და ბათუმი სამაგალითოა ტოლერანტობის, სხვადასხვა ერების და რელიგიური კუთვნილების ადამიანების მშვიდობიანი თანაცხოვრების ტრადიციით“,
- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, რესან კონცელიძეს და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ტიტე აროშიძის წარდგენისას განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან მოქალაქეებს თავისუფლების, სამართლიანობის და ღირსების განცდა დაუბრუნა.
„ბათუმი საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია, რომელსაც ზღვა, გამწვანებული მთები, დიდებული კულტურული მემკვიდრეობა, აქ მცხოვრები ადამიანები განსაკუთრებულ კოლორიტს და ხიბლს სძენს. ბათუმელები ძალიან მშრომელი, საკუთარ კუთხესა და ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანები ბრძანდებით. მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს ძალიან მიხარია, რომ დღეს ვიმყოფები ჩვენი ქვეყნის ამ ულამაზეს ქალაქში. მინდა ბათუმიდან მივესალმო სრულიად საქართველოს.
აჭარა და ბათუმი სამაგალითოა ტოლერანტობის, სხვადასხვა ერების და რელიგიური კუთვნილების ადამიანების მშვიდობიანი თანაცხოვრების ტრადიციით, სადაც გმირი ადამიანები, დიდი საქმეებით ყოველდღიური საქმიანობით ჩვენ სამშობლოს აერთიანებდნენ და აძლიერებდნენ. ბათუმის თითოეულ მცხოვრებს - თითოულ ქრისტიანს, თითოელ მუსლიმს, თითოულ ბერძენს, ებრაელს, თუ უკრაინელს ამ ქალაქის და ამ ქვეყნის სიყვარული აერთიანებს.
არავითარი განსხვავებულობა, ამ სიყვარულზე მაღლა არასდროს დამდგარა და ვერასდროს დადგება, რადგან ჩვენ ყველა ერთნი ვართ. ჩვენ საერთო სამშობლო გვაქვს და საერთო საქმე გვაქვს გასაკეთებლი ჩვენი ქვეყნისთვის. „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, ქვეყანაში სახელმწიფოებრიობის, თავისუფლების, სამართლიანობის და ღირსების განცდა დაუბრუნა მოქალაქეებს. დღეს, სახელმწიფო აღარ ცდილობს დათრგუნოს, დღეს სახელმწიფო არ ართმევს, არ ატერორებს, ეს ყველაფერი ერთიანი ძალისხმევით ჩავაბარეთ წარსულს.
საქართველოში არასდროს დაბრუნდება ის წლები, როდესაც ადამიანები იჩაგრებოდნენ. პირიქით, დღეს სახელმწიფო ზრუნავს მოქალაქეებზე და ცდილობს მათ დახმარებას. ამის უკანასკნელი მაგალითი გლობალური პანდემია და სახელმწიფოს მხრიდან პანდემიის პირობებში გატარებული პოლიტიკაა.
პანდემია, რომელიც ჩვენმა გუნდმა ეფექტურად მართა, ქვეყანას ზიანი მაქსიმალურად აარიდა, თუმცა, ეკონომიკური თვალსაზრისით, მაინც დაზარალდა ჩვენი ქვეყანა, განსაკუთრებით ტურისტული სექტორი, რომელიც ბათუმის და ბათუმელებისთვის შემოსავლის ძალიან მნიშვნელოვანი წყაროა. ამიტომ ხელისუფლებამ ტურისტული სექტორის სტიმულირება და დახმარება აქტიურად დაიწყო, რითაც ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს, მცირედით მაინც შევუმსუბუქეთ ზიანი. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ხალხის და ქართული ეკონომიკის გვერდში დგომას, ყველა საჭირო ღონისძიებას გავატარებთ, რაც კრიზისი მართვისთვის იქნება საჭირო“,-განაცხადა კახა კალაძემ.
სიახლეები
- 25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ივანიშვილს დღეს ჩემოდნები ჩაულაგეს! - ოლიგარქია დამთავრდება საქართველოში" - მამუკა ხაზარაძე
- "მნიშვნელოვანია, ბევრი ვიყოთ, რომ დავიცვათ კონსტიტუცია - „ქართული ოცნება“ რუსული დუმის შეკრებას აპირებს" - გიგი უგულავა
- XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება
- "ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამების ტაძრის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა" - მეუფე შიო