რა უნდა გაითვალისწინოთ ხმის მიცემის დროს ამომრჩეველმა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის ეპიდემიის პირობებში კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნებზე სანიტარიულ-ჰიგიენური წესების მიხედვით, უბანზე მყოფი ამომრჩეველი პირბადეს სულ 2-ჯერ მოიხსნის.
პირველ შემთხვევაში შესვლის დროს, რიგის მომწესრიგებელთან და მეორე შემთხვევაში რეგისტრატორთან.
არჩევნების დღეს, ამომრჩეველს არ ჩაუტარდება თერმოსკრინინგი, თუმცა, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები და არჩევნებში ჩართული სხვა პირები, რომლებსაც აქვთ უფლება იმყოფებოდნენ საარჩევნო უბანზე, შესვლის წინ გაივლიან თერმოსკრინინგს.
"ამომრჩეველს უნდა ეკეთოს პირბადე, პირბადის გარეშე ის საარჩევნო უბანზე არ დაიშვება. ისინი ასევე გაივლიან ხელების დეზინფექციის პროცედურას," - განაცხადა ცესკო-ს სპიკერმა, ანა მიქელაძემ.
ცესკო-ს მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემებით, ქვეყანაში 3 558 291 ხმის მიცემის უფლების მქონე პირია.
სიახლეები
- 10 ავტორი და ნაწარმოები, რომლებსაც ქართველები 2025 წელს კითხულობდნენ
- "ივანიშვილმა იყიდა რუსეთში სახლები და ემზადება გასაქცევად, მაგრამ კრემლი ისეთ რაღაცებს სთხოვს, რისი მიცემაც ამ ეტაპზე არ შეუძლია" - მიხეილ სააკაშვილი
- სუს-ი სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლას იწყებს
- გრიგოლ ლილუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია
