გადაიდება თუ არა არჩვნები? - არჩილ თალაკვაძის განცხადება
არჩევნების გადადების საკითხი არ განიხილება - ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა.
არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ მოქალაქეების, საარჩევნო ადმინისტრაციისა და დამკვირვებლების ჯანმრთელობის უსაფრთხოება მაქსიმალურად იქნება უზრუნველყოფილი.
"არჩევნების გადადების საკითხი არც განიხილება. რასაკვირველია, ჩვენ ჩავატარებთ არჩევნებს, როგორც ეს კონსტიტუციით არის გათვალისწინებული, ვუზრუნველვყოფთ მაქსიმალურ უსაფრთხოებას ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, ხმის მიცემის პროცესში, ისევე როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის და დამკვირვებლების ჯანმრთელობის და უსაფრთხოების დაცვას. ჩვენ მზად ვართ ამისთვის, საკანონმდებლო ცვლილებები ჯერ კიდევ 6-7 თვით ადრე გავაკეთეთ. რესურსები იყო ამისთვის მობილიზებული,“ - ამბობს არჩილ თალაკვაძე.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან
