„ჩვენ უნდა დავემსგავსოთ იმ რამდენიმე ქვეყანას, რომელიც ცხოვრობს სოციალური სამართლიანობის პრინციპით“
„ჩვენ გუნდს კომპრომატებით ვერავინ დაელაპარაკება! ჩვენ ვიბრძვით სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ!“ – ასე ახსნა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში პოლიტიკური მოძრაობა „სოციალური სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, მამუკა ტუსკაძემ საკუთარი პარტიის უპირატესობა.
მისი თქმით, მართლმსაჯულების, ეკონომიკის, განათლების რეფორმების გატარებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების გარდა, გენდერული პრინციპებიდან გამომდინარე, ქალის და მამაკაცის საპენსიო ასაკის გათანაბრება და 55 წლამდე დაყვანა უნდა მოხერხდეს.
„ჩვენი ქვეყნისთვის და ზოგადად, მთელი მსოფლიოსთვის, მთავარ გამოწვევად რჩება სოციალური უსამართლობის საკითხი. ჩვენი პოლიტიკური გუნდი, სწორედ ამ უსამართლობის აღმოფხვრას აპირებს. მსოფლიოში დღეს სულ რამდენიმე ქვეყანაა, რომელიც სოციალური სამართლიანობის პრინციპებით ცხოვრობს. ესაა აშშ და სკანდინავიური ქვეყნები. ჩვენს გვინდა, რომ მსგავსი ტიპის ქვეყნად ჩამოვყალიბდეთ, სადაც სოციალური სამართლიანობა განსაკუთრებით მაღალ დონეზეა აყვანილი. ამის ქვაკუთხედი კი არის ადამიანის უფლებები. რაც შეეხება საგარეო კურსს, ჩვენ მივისწრაფვით კონსტიტუციით განსაზღვრული 78-ე მუხლის შესაბამისად ევროატლანტიკური სივრცისკენ და ვფიქრობთ, რომ ჩენი გუნდი მნიშვნელოვან სიტყვას იტყვის ამ მიმართულებით.
ჩვენ ვართ და ვიქნებით ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც ხელისუფლება ვერ ესაუბრება კომპრომატებით. მთელი ჩვენი გუნდი არის უფლებადამცველების გუნდი. გარდა ამისა, გასატარებელი გვაქვს სოციალური, ეკონომიკური, საგარეო, საშინაო და მართლმსაჯულების რეფორმები. გავიდა უკვე 17 წელი და ჩენს ქვეყანაში არ მომხდარა რაიმე ძირეული რეფორმა. კატასტროფულ მდგომარეობაშია განათლება. მნიშვნელოვანია პენსიების საკითხიც. პენსია არ უნდა იყოს მარტო პურის და წამლის ფული. მეტიც, გენდერული პრინციპებიდან გამომდინარე, გვინდა, ამ მიმართულებითაც გათანაბრდეს მამაკაცი და ქალი, საპენსიო ასაკი დავიდეს 55 წლამდე და გაიცეს სტაჟისა და დამსახურების მიხედვით.“ - განაცხადა მამუკა ტუსკაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
(NS)
სიახლეები
- "საქართველოს ხელისუფლება მართლმსაჯულების სისტემას დემონსტრანტების დასასჯელად და განსხვავებული აზრის ჩასახშობად იყენებს" - Amnesty International
- "არ უნდა დავივიწყოთ, რომ სადაც სამართლიანობის ერთი აგური დაიდო, 11 აგური დაიდო უსამართლობის, არავინ არის დამნაშავე" - სალომე ზურაბიშვილი
- "შეხვედრა შესაძლებელია, თუ ზელენსკი მზად არის, მოსკოვში ჩამოვიდეს" - ვლადიმერ პუტინი
- “დიახ, უსამართლო არჩევნებში მონაწილეობა ცუდია, მაგრამ მონაწილეობაზე უარის თქმა - კიდევ უარესი” - გია ხუხაშვილი
- "მინდა, გავამხნევო რეჟიმის ყველა პატიმარი, უსამართლობა დიდხანს არ გაგრძელდება, ყველას მოეთხოვება მკაცრი პასუხი თავისუფალ და სამართლიან სასამართლოში"