მარნეულში, პოლიციის შენობის უკან სპეცრაზმია მობილიზებული
მარნეულში, პოლიციის შენობის უკან სპეცრაზმია მობილიზებული. ისინი ადგილზე შესაბამისი აღჭურვილობით იმყოფებიან. თუ რას უკავშირდება სპეციალური რაზმის ადგილზე გამოჩენა, ეს ჯერ უცნობია.
აღნიშულ საკითხზე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა შს მინისტრის მოადგილე ნინო ცაციაშვილმა. მისი განცხადებით, სპეცტექნიკა და პოლიციელთა გადაადგილება პრევენციისთვის "ძალიან ჩვეულებრივი მოვლენაა".
"ჩვენ გუშინ, არჩევნებამდეც გავავრცელეთ ინფორმაცია სპეცტექნიკისა და პოლიციელთა გადაადგილების შესახებ. ეს არის ძალიან ჩვეულებრივი მოვლენა, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი მთავარი მიზანი და გამოწვევა არის - არჩევნებმა ჩაიაროს მშვიდ, თავისუფალ, ასევე, უსაფრთხო გარემოში.
ამ ამოცანისთვის, რა თქმა უნდა, პრევენციული ღონისძიებები უნდა ჩატარდეს. პრევენციული ღონისძიებების ჩატარებას ეხება გადაადგილება, რაც იყო.
რა თქმა უნდა, გაგრძელდება ეს გადაადგილებები, სადაც დაგვჭირდება, რომელ ლოკაციაზეც, პოლიციის დამატებითი ძალების მობილიზება, იქ მოხდება და ამის შესახებაც დამატებით ინფორმაციას პერიოდულად მოგაწვდით", - განაცხადა ნინო ცაციაშვილმა.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან
