"ქართული ოცნება" დასრულებულია, ოპოზიციამ მოიპოვა გამარჯვება - უდუმაშვილი
"ქართული ოცნება" დასრულებულია, ოპოზიციამ მოიპოვა გამარჯვება, - ამის შესახებ განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა ეგზიტპოლების საშუალებით გამოვლენილი პირველადი შედეგების გაცნობის შემდეგ პარლამენტის შენობის წინ განაცხადა, სადაც სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებიც არიან მობილიზებული.
„საზეიმო არის ის, რომ საერთო ჯამში, ოპოზიციამ მოიპოვა 64 პროცენტი, რაც ნიშნავს, რომ „ქართულმა ოცნება“ დამარცხებულია. კიდევ მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, „ქართული ოცნება“ პრაქტიკულად ყველა დიდ ქალაქში დამარცხდა, მათ შორის, თბილისში. ეს არის უმნიშვნელოვანესი. თბილისში დამარცხება – ეს ნიშნავს რეალურად დამარცხებას. ისტორიულად ასე იყო, თბილისში ვინც იგებდა, ის ყოველთვის იყო გამარჯვებული. ანუ, ის მონაცემები, რაც ჩვენ გვქონდა, რომ ვიმარჯვებდით, პრაქტიკულად დადასტურდა „იფსოსის“ კვლევებით.
ახლა „ქართული ოცნება“ რა კვლევებს დადებს თავის ტელევიზიებში, ამას ჩვენთვის საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, რადგან ნდობა არ აქვს ამ ეგზიტპოლს. „ქართულ ოცნებას“ არავინ არ შეეკვრება. შესაბამისად, ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ოპოზიციამ.
ზუსტად გუშინ გავაფორმეთ ოფიციალური მემორანდუმი, სადაც თითქმის ყველა პარტიამ ხელი მოაწერა, რომ ბიძინა ივანიშვილთან არ შექმნიან კოალიციას. სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი გარანტია, რომ ოპოზიცია თანმიმდევრულად გაჰყვება იმ მიზანს, რომელიც ჰქონდა. პირველი მიზანი იყო ივანიშვილის ჩამოშორება ხელისუფლებიდან, შემდეგი მიზანი იქნება ხელისუფლების დაკომპლექტება“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
მისივე განცხადებით, ოპოზიციის გამარჯვება დღის ბოლომდე დადასტურდება.
„ის ოქმები, რომლებიც წამოვა საარჩევნო უბნებიდან, აი ამ მონიტორზე აისახება. ის, რასაც აკეთებს ცესკო, პარალელურ რეჟიმში გავაკეთებთ ჩვენც, რომ არ იყოს რაიმე მანიპულაციის საშუალება საოლქო კომისიებში“, - განაცხადა უდუმაშვილმა.
უდუმაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ „ხელისუფლებას ეყოფა კეთილგონიერება“, რომ ოპოზიციას ხელისუფლება მშვიდობიანად გადააბაროს.
„აქ არ არის საუბარი ვარაუდებზე, აქ არის საუბარი კონკრეტულ რიცხვებზე, ჩვენ კი არ ვწინასწარმეტყველებთ, როგორი იქნება შედეგები, ჩვენ ვეყრდნობით იმ მონაცემებს, რომელიც მოგვდის კონკრეტული უბნებიდან. ოპოზიცია იგებს დამაჯერებლად, ეს არის ფაქტი და ახლა ჩვენ ყველა ველოდებით ეგზიტპოლების გამოცხადებას. ვიგებთ თბილისშიც, ვიგებთ სხვა დიდ ქალაქებშიც და ახლა უბრალოდ საუბარია კონკრეტულად როგორი იქნება ეს გამარჯვება, ამას უკვე შევიტყობთ უახლოეს ერთ საათში. მინდა მოვუწოდო ხელისუფლებას, შეწყვიტონ ძალადობა. ყველას მოვუწოდებ, ნუ შეასრულებთ უკანონო დაკვეთებს ხელისუფლების მხრიდან, დადექით ხალხის გვერდით.
იმედი მაქვს ხელისუფლებას ეყოფა კეთილგონიერება და დამარცხების შემდეგ, ის მშვიდობიანად გადააბარებს ხელისუფლებას ოპოზიციას. თუ ხელისუფლებამ არ აღიარა ოპოზიციის გამარჯვება, მაშინ ხალხი აიძულებს ხელისუფლებას რომ აღიაროს“, - განაცხდა უდუმაშვილმა.
როგორც პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, დღეს "ქართულ ოცნებას" დაემშვიდობებიან. "ნაციონალური მოძრაობის" მხარდასაჭერი აქცია 20:00 საათზე დაიწყო.
სიახლეები
- ,,სალომე ზურაბიშვილს თავი ფარაონი ჰგონია"- გურამ მაჭარაშვილი
- ,,ვისაც უნდა ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, ხალხს მოუსმინონ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,შევდივარ ოპოზიციის მდგომარეობაში, რთულია ყოველდღე აქციები ატარო, თან როცა ქუჩის ქარიზმატული ლიდერები არ გვყავს"- გია ხუხაშვილი
- ,,იდიოტიზმს, რომელიც ახლა აქვთ მოწყობილი, იმ უიდეობას, რომელიც ახლა თბილისის ქუჩებში ხდება, სჯობს, დროზე შევიდნენ პარლამენტში"- იაგო ხვიჩია
- ძლიერ ქარიშხალს ორი ადამიანი ემსხვერპლა ვაშინგტონში