"ერთი მთვარეზეა ჩატარებული, მეორე ვენერაზე და მესამე იუპიტერზე" - უსუფაშვილი
"საქართველო ნამდვილად იქნება სხვანაირი. ამ არჩევნების შედეგებმა აჩვენა, რომ საქართველო არის მრავალფეროვანი, მრავალპარტიული და ვინც ერთპარტიულობისკენ ილტვოდა, ეს არ გამოუვა", - ამის შესახებ პარტია "ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში დადგა დრო, როდესაც ყველა ისწავლის პოლიტიკური დიალოგისა და პოლიტიკური თანამშრომლობის კულტურას.
"ეგზიტპოლების შედეგებიდან გამომდინარე, რომლებიც ერთმანეთთან შედარებით, ერთი მთვარეზეა ჩატარებული, მეორე ვენერაზე და მესამე იუპიტერზე... მათი შედეგებით ჩვენ არანაირი საბოლოო პოლიტიკური დასკვნები არ უნდა გავაკეთოთ. ჩვენი აქტივისტები აგრძელებენ შრომას და ბრძოლას ყველა ამომრჩევლის ხმის დასაცავად - არა მხოლოდ "ლელოს" ამომრჩევლის. ჩვენ გვინდა, რომ არჩევნების საბოლოო შედეგებში სწორად იყოს ასახული თითოეული მოქალაქის განწყობა და ჯამურად, მოსახლეობის განწყობა", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
სიახლეები
- “გზის გადაკეტვის მცდელობები გარედან არის დაფინანსებული” - კახა კალაძე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით
- ირაკლი ღარიბაშვილი სასამართლოში მივიდა
- მსახიობი დონარა გვრიტიშვილი გარდაიცვალა
- ტრამპმა პუტინის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, რომ სანქციების შედეგს 6 თვის შემდეგ ნახავს
- იმერეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
