Reuters საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ წერს
ოთხი ეგზიტპოლის შედეგებით, ყოფილი საბჭოთა ქვეყნის - საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ლიდერობს, - ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს.
ოთხივე ადგილობრივი ტელეკომპანიის მიერ მომზადებული ეგზიტპოლების თანახმად, მეორე ადგილს ოპოზიციური პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" იკავებს. 1%-იანი ბარიერი კიდევ რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ გადალახა.
"ქართული ოცნების" განცხადებით, არჩევნებში გამარჯვება მმართველი პარტიისადმი სანდოობის გამოცდასა და უფრო მრავალფეროვანი პარლამენტის შექმნას გულისხმობს", - წერს Reuters-ის კორესპოდენტზე დაყრდნობით.
მანამდე, Reuters წერდა, რომ არჩევნები საქართველოში ეპიდემიოლოგიური წესების დაცვით მიმდინარეობდა.
"გამოკითხვების უმრავლესობის თანახმად, არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული პარტია, „ქართული ოცნება“ ლიდერობს, თუმცა გაურკვეველია, შეძლებს თუ არა ის ერთპარტიული მთავრობის შესაქმნელად საჭირო 40% –ზე მეტი ხმების მოპოვებას.
საარჩევნო უბნების გახსნიდან რამდენიმე საათში ოპოზიციამ მმართველი პარტია და მისი მხარდამჭერები ხმების მოსყიდვაში და ადგილობრივი დამკვირვებლების მიმართ მუქარის განხორციელებაში დაადანაშაულა.
ქართული ოცნების ლიდერებმა ბრალდებები უარყვეს და მხოლოდ რამდენიმე ტექნიკური დარღვევა აღიარეს", - წერს გამოცემა.
სიახლეები
- “გზის გადაკეტვის მცდელობები გარედან არის დაფინანსებული” - კახა კალაძე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით
- ირაკლი ღარიბაშვილი სასამართლოში მივიდა
- მსახიობი დონარა გვრიტიშვილი გარდაიცვალა
- ტრამპმა პუტინის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, რომ სანქციების შედეგს 6 თვის შემდეგ ნახავს
- იმერეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
