"რომ გაემარჯვა, დარეკავდა, ერთი საათი გავიდა და ვერ გაბედა დარეკვა" - კობახიძე
"რომ გაემარჯვა, დარეკავდა, ერთი საათი გავიდა და ვერ გაბედა დარეკვა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ნიკა მელიას, რომელმაც განაცხადა, რომ ირაკლი კობახიძეს პირადად დაურეკავდა.
კობახიძის თქმით, მელიამ მასთან დარეკვა ვერ გაბედა.
„რომ გაემარჯვა, დარეკავდა, ერთი საათი გავიდა და ვერ გაბედა დარეკვა. ის რომ ყოფილიყო კაცი, თავიდანვე იტყოდა, რომ წაგების შემთხვევაში, მაგალითად, დატოვებდა მანდატს, მაგრამ ვერ გაბედა. რატომ ვერ გაბედა? იმიტომ, რომ იცოდა წააგებდა. მეორე ტური შეიძლება იყოს ბევრგან, მათ შორის გლდანშიც, მაგრამ მოგება-წაგებას რაც შეეხება, მკაფიოდ ითქვა ის, რაც ითქვა ჩვენგან“, - განაცხადა კობახიძემ.
სიახლეები
- “გზის გადაკეტვის მცდელობები გარედან არის დაფინანსებული” - კახა კალაძე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით
- ირაკლი ღარიბაშვილი სასამართლოში მივიდა
- მსახიობი დონარა გვრიტიშვილი გარდაიცვალა
- ტრამპმა პუტინის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, რომ სანქციების შედეგს 6 თვის შემდეგ ნახავს
- იმერეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
