ახალი მოწვევის პარლამენტის საქმიანობაში ჩართვას არც „პატრიოტთა ალიანსი“ აპირებს
„პატრიოტთა ალიანსი“ მე-10 მოწვევის პარალამენტში შესვლაზე უარს ამბობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარტიის წევრმა გოჩა თევდორაძემ განუცხადა.
„არ ვაპირებთ ამ მოწვევის პარლამეტში შესვლას, რადგან არჩევნები ტოტალურად გაყალბდა, არჩევნებში არ გამოხატულა საქართველოს მოსახლეობის ნება. ეს არჩევნები ტოტალურად გაყალბებულია, ჩვენ მოვაწყობთ ფართომასშტაბიან აქციებს. მოვითხოვთ ამ არჩევნების შედეგების ბათილობას და განმეორებით არჩევნებს“, - განაცხადა გოჩა თევდორაძემ.
ცნობისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში “პატრიოტთა ალიანსმა“ ხმების 3.14%-ი მიიღო და მე-10 მოწვევის პარლამენტში 4 მანდატი მოიპოვა.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან
