კრიზისის დროს უკეთ გამოჩნდა - ჩვენმა ხალხმა უკეთ დაინახა, რომ ჰყავს მზრუნველი და ეფექტიანი ხელისუფლება, რომლისთვისაც ადამიანი და მისი სიცოცხლე ყველაზე ღირებულია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.
"პანდემიასთან დაკავშირებული რეკომენდაციების გათვალისწინებით, წელს საარჩევნო კამპანიის გახსნის ღონისძიება განსხვავებული ფორმატით ტარდება, რის გამოც, სამწუხაროდ, მასში მონაწილეობა ვერ შეძლო „ქართული ოცნების" წარმატებითა და ჩვენი ქვეყნის წინსვლით დაინტერესებულმა მრავალმა ადამიანმა,"- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.
ასეთივე რეიტინგი ჰქონდა 2012 წელს იმდროინდელ ხელისუფლებას, რაც იმის მანიშნებელია, რომ ,,ქართული ოცნების" ხელისუფლება არჩევნების დროს შეიცვლება, - პარტია "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა Edison Research-ის კვლევასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
ალბათ შეეშალათ და სამის ნაცვლად წინა ციფრი ხუთი უნდა დაეწერათ, - ასე გამოეხმაურა კახა კალაძე Edison Research-ის კვლევის შედეგებს.
“ცნობილი რუსი პოლიტოლოგი ვალერი სოლოვეი, რომელიც მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტიდან 2019 წელს გამოუშვეს ოპოზიციური შეხედულებების გამო, ბოლო პერიოდში თავგამოდებით ამტკიცებდა, რომ 2022 წლამდე პუტინი აუცილებლად გადადგებოდა ჯანმრთელობის მდგომარეობის თუ სხვა მიზეზთა გამო.
მესამე მოსმენით დამტკიცებული "საარჩევნო კოდექსშის" მიხედვით, ცენტრალური საარჩევნო კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას, მიიღებენ თუ არა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას საკარანტინო სივრცეებსა და სტაციონარში მოთავსებული პირები.