"ქართულ ოცნებას" უკვე ვერავინ ვერ წამოაძახებს, რომ მან პირველ ოცეულში საბჭოური წარსულით დამძიმებული ადამიანები შეიყვანა, როგორც ეს ადრე ხდებოდა ხოლმე, ასე შეაფასა „რეზონანსთან" ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ ხუთშაბათს „ქართული ოცნების" მიერ წარდგენილი პროპორციული სიის ოცეული.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, 2021 წლიდან წეროვანი-ჟინვალი-ნატახტარის გზის პროექტი დაიწყება, ხოლო მცხეთაში არსებული კინოთეატრი მუზეუმად გადაკეთდება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, არჩევნების თარიღის შეცვლა არ იგეგმება.
“საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები წინა არჩევნებთან შედარებით განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელია, რადგან პარტნიორი ქვეყნების აზრით, ეს დემოკრატიის ტესტი იქნება, რასაც ათმაგი ყურადღებით დააკვირდებიან.
თამამად ვიტყვი, ჩვენ პირნათელი ვართ ხალხის წინაშე, ვაკეთებთ შესაძლებლობების მაქსიმუმს, რის საშუალებსაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა იძლევა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა საარჩევნო სიის პირველი ოცეულის პრეზენტაციისას განაცხადა.
პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საარჩევნო სიის პირველი ოცეული ცნობილია.