მტერი ცდილობს გადალახოს ჩვენი ჯარების წინააღმდეგობა და დაამყაროს სრული კონტროლი ლუგანსკის ოლქზე. ის ქვედანაყოფების გადაადგილებას ახორციელებს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.
ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, დონბასისთვის ბრძოლაში შემდეგი გადამწყვეტი წერტილი სლავიანსკი იქნება.
მტერი აგრძელებს სუმის ოლქის, ქალაქ ხარკოვის და ოლქის სასაზღვრო ტერიტორიების ტერორს. უკრაინის შეიარაღებული ძალები პასუხობენ, ახდენენ ზეწოლას და დღითიდღე ანადგურებენ ოკუპანტების შემტევ პოტენციალს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ჩვენ ყველას გვესმის, რომ თუ პუტინი არ გაჩერდება უკრაინაში, ის, თავისი რევანშისტული თავდასხმებისთვის ახალ სამიზნეებს იპოვის , - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა თემთა პალატისთვის მიმართვისას განაცხადა.
რუსული ძალების შემდეგი სამიზნე დონეცკის ქალაქები - სლავიანსკი და ბახმუტი იქნება, - ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის გუბერნატორმა, სერჰი გაიდაიმ განაცხადა.
პუტინი არის ძალიან დიდი ქვეყნის ლიდერი, სადაც ბევრი ადამიანი ცხოვრობს, ბევრი საშუალება აქვს, რითაც აწარმოებს ამ სასტიკ ომს, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, როდის ამოიწურება პუტინის იარაღი და სახსრები.