“უკრაინის ვიცე-პრემიერი, ირინა ვერეშჩუკი ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების დროებით ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობას მოუწოდებს, ყველა შესაძლო საშუალება გამოიყენონ ტერიტორიის დასატოვებლად და აანონსებს მძიმე ბრძოლებს.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან დონეცკის ოლქში 602 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 1552 დაშავდა, - ამის შესახებ დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პავლო კირილენკომ „ტელეგრამში“ განაცხადა.
უკრაინელმა ჯარისკაცებმა კრასნოპილას მიმართულებით მტრის თავდასხმა წარმატებით მოიგერიეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, სლობოჟანსკის მიმართულებით, რუსული ძალების ქვედანაყოფები აგრძელებენ ძალისხმევას ხარკოვის მიმართულებით ოკუპირებული ხაზების შენარჩუნებაზე.
„სლოვიანსკის მიმართულებით მტერმა არტილერიით დაბომბა დიბროვნეს, მაზანივკას, ბოჰოროდიჩნეს, ადამივკასა და კურულკას გარეუბნები.
დონეცკის მიმართულებით შეინიშნება ნიშნები, რომ მტრის ქვედანაყოფები ემზადებიან საბრძოლო მოქმედებების გასააქტიურებლად კრამატორსკის და ბახმუტის მიმართულებებით.
ნოვოპავლივსკის მიმართულებით მტერი ახორციელებს თავდასხმებს ტაქტიკური პოზიციის გასაუმჯობესებლად. საკონტაქტო ხაზის გასწვრივ ოკუპანტები ახორციელებენ სისტემატურ საცეცხლე შეტევას თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების პოზიციებზე მათი მოქმედების შეზღუდვის მიზნით“ , - აცხადებენ გენშტაბში.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბახმუტის მიმართულებით მოწინააღდმდეგე ცეცხლს ხსნის ნაღმტყორცნებიდან და არტილერიიდან ბერესტოვთან, პოკროვსკესთან, სოლედართან, ზაიცევესთან, ვერშინასთან, ნოვოლუჰანსკესთან, კლიშჩიივკასთან და ნიუ-იორკთან.
„მარინკას მიმართულებით ოკუპანტების მხრიდან მორიგი შეტევის მცდელობა მთლიანად ჩაიშალა. ჩვენი ჯარისკაცების ცეცხლის ქვეშ ოკუპანტები სამარცხვინოდ უკუიქცნენ“, - აცხადებენ გენშტაბში.
უკრაინის აღმოსავლეთით მდებარე დონეცკის ოლქის ქალაქ ჩასივ - იარში რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად კორპუსის ჩამონგრევისას გარდაცვლილთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა. დაახლოებით 20-ზე მეტი კი - ნანგრევებშია ჩარჩენილი. აღნიშნული ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.
დონეცკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პავლო კირილენკო "ტელერამზე" წერს, რომ რუსულმა სამხედრო ძალებმა დონეცკში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს. შენობის ნანგრევებში, მისი თქმით, სულ მცირე, 30 ადამიანია მოყოლილი, მათ შორის 9 წლის ბავშვიც.
„კორპუსის ორი შესასვლელი მთლიანად განადგურებულია. ადგილზე მაშველები მუშაობენ. ადგილობრივების თქმით, იქ, სავარაუდოდ, 34 ადამიანია", - წერს კირილენკო "ტელეგრამზე".
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ რუსეთ-უკრაინის ომის სადაზვერვო ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსული ძალები სლავიანსკის რაიონზე შეტევებს იზიუმიდან და ლისიჩანსკიდან აგრძელებს.