"დონბასისთვის ბრძოლაში შემდეგი გადამწყვეტი წერტილი სლავიანსკი იქნება"
ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, დონბასისთვის ბრძოლაში შემდეგი გადამწყვეტი წერტილი სლავიანსკი იქნება.
ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინის აღმოსავლეთით და დასავლეთით განთავსებული ძალების დიდი ნაწილი იზიუმის მიმართულებით გადაისროლა და სლავიანსკზე შეტევას აგრძელებს. მათივე ცნობით, ეს ძალები ახლა სავარაუდოდ ქალაქ სლავიანსკიდან 16 კილომეტრის მოშორებით იმყოფებიან.
„იმის გათვალისწინებით, რომ ქალაქის ცენტრალური და სამხრეთ ძალების დარტყმის საფრთხეს ქვეშაა, არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ სლავიანსკისთვის ბრძოლა დონბასისთვის ბრძოლაში ერთ-ერთი საკვანძო ნაწილი იქნება“, – ნათქვამია ბრიტანეთის დაზვერვის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სიახლეები
- "რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის განახლებაზე საუბარი არ არის, გაუგებარია, რატომ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში" - საქართველოს რკინიგზა
- "ილიას უნივერსიტეტის გააფთრებული წინააღმდეგობა მიუთითებს, რომ რაღაც პოლიტიკური პლატფორმა აქვთ"- გია ვოლსკი
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 თებერვლისთვის
- 17 თებერვლის ახალმთვარეობა მერწყულში - დროა, ცხოვრება სუფთა ფურცლიდან დაიწყოთ
