უკრაინაში მშვიდობა იქნება ჩვენი პირობებით, – რუსული მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილემ სოციალურ ქსელში დაწერა.
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უსაფრთხოების სამსახურში საკადრო რევიზია მიმდინარეობს და წყდება 28 თანამდებობის პირის გათავისუფლების საკითხი.
უკრაინის დროშა იქნება ჩვენს ყველა ქალაქში და სოფელში, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მის მორიგ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
რუსეთის სასამართლომ Google-ი 21.1 მილიარდი რუბლით (361 მილიონ ევროზე მეტი) დააჯარიმა იმის გამო, რომ კომპანიამ უარი განაცხადა „აკრძალული“ მასალის წაშლაზე, - ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.
3 ადამიანია მოკლული და 2 დაჭრილი ინდიანის შტატის ქალაქ გრინვუდის სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად. კვირას საღამოს, შენობაში ცეცხლი გახსნა მამაკაცმა, რომლის ვინაობას და დანაშაულის მოტივს ჯერჯერობით არ ასახელებენ.
ჩვენ ასეთი ომის დროს შევძელით ევროკავშირში წევრობაზე კანდიდატის სტატუსის მიღება, შევინარჩუნეთ სახელმწიფო ინსტიტუტების სიმყარე. გადავაწყვეთ ენერგეტიკული სისტემა - ჩვენ გავუძლებთ, ჩვენ გავიმარჯვებთ,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.