იანვარი 03 2025 წაკითხვა 186 ჯერ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, შესაძლოა, აშშ-ს ახლად არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს 20 იანვარს, ინაუგურაციის შემდეგ მალევე შეხვდეს, – ამის შესახებ ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუს დროს თავად უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა.

დეკემბერი 26 2024 წაკითხვა 150 ჯერ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აღმაშფოთებელი უწოდა შობის დღესასწაულზე, 25 დეკემბერს, უკრაინის ენერგოობიექტებზე რუსეთის მასირებულ შეტევას.

დეკემბერი 25 2024 წაკითხვა 207 ჯერ

რუსეთის ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის მეთაურმა სერგეი მენიაილომ უარყო, რომ ვლადიკავკაზის სავაჭრო ცენტრში დილით მომხდარი აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. მან ტელეგრამზე დაწერა, რომ შენობა გაზიფიცირებული არ არის.

დეკემბერი 25 2024 წაკითხვა 120 ჯერ

რუსებმა ხარკოვს ბალისტიკური რაკეტებით დაარტყეს, არიან დაშავებულები, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებსა და ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ სინეგუბოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

დეკემბერი 25 2024 წაკითხვა 162 ჯერ

შოტლანდიაში, მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად პილოტი დაიღუპა.

დეკემბერი 24 2024 წაკითხვა 179 ჯერ

რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის დიქტატორების „ჩახუტების“ ამბავი არახალია, რაზეც მეტყველებს უკრაინასთან ომში რუსეთის მხარეზე ჩართული ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცები და ის ჩრდილოკორეული ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტები, რომლებიც,რუსულ „ისკანდერებთან“ ერთად ეცემიან უკრაინულ ქალაქებს...

 

სერიოზული შეიარაღება, რომელიც კიმ ჩენ ინმა პუტინს გაუგზავნა მაგრამ კიმ ჩენ ინი უფრო შორს მიდის და თავის რუს „კოლეგას“ სარკინიგზო ეშელონებით დამატებით და უფრო სერიოზულ შეიარაღებასაც უგზავნის...


უკიდეგანო რუსეთის აღმოსავლეთიდან დასავლეთი მიმართულებით სარკინიგზო ეშელონების გადაადგილებისას, თვითმხილველები ფოტოვიდოეკადრებს უღებენ ღია სარკინიგზო პლატფორმებზე განთავსებულ იმ სამხედრო ტექნიკას, რომელიც სწორედ ჩრდილოეთ კორეის არმიის შეიარაღებაშია და მიემართება უკრაინის ომში რუსეთის საოკუპაციო ძალების დასახმარებლად.

ინტერნეტში გავრცელებულ კადრებში რამდენჯერმე დაფიქსირდა 170 მმ კალიბრის თვითმავალი საარტილერიო დანადგარები M1989 Koksan -ები და 240 მმ-იანი ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარები M1991-ები.

ჩრდილოეთკორეული M1989 Koksan -ების გამოჩენა რუსი ოკუპანტების განკარგულებაში იმაზე უნდა მიუთითებდეს, რომ უკრაინის ომში ისინი განსაკუთრებული სიმძლავრის არტილერიის, კერძოდ კი 203 მმ კალიბრის თვითმავალი საარტილერიო დანადგარების 2С7(М) Пион/Малка -ს განსაკუთრებულ დეფიციტს განიცდიან, რაც არც არის გასაკვირი, რადგან ინტერნეტრესურს Oryx-ის მიერ შეგროვებული ფოტოვიდეომასალების მიხედვით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ფრონტზე არანაკლებ 31 ერთეული 2С7(М) Пион/Малка დაკარგეს. ეს კი თითქმის სამი დივიზიონია(აგვისტოს ომის დროს ექვსიდან ხუთმა ქართულმა „პიონმა“მტერს ას-ასზე მეტი 203 მმ -იანი 110 კგ-იანი ჭურვი ესროლა, ომის დამთავრების შემდეგ გადამალულ „პიონებს“ რუსმა ოკუპანტებმა მიაგნეს და დაგვიწვეს).


ჩრდილოეთკორეული M1989 Koksan -ი 170 მმ-იან ჩვეულებრივ მსხვრევად-ფუგასურ ჭურვს 40 კმ-მდე ისვრის,ხოლო აქტიურ-რეაქტიულ ჭურვს კი 60 კმ-მდე აწვდენს,როდესაც საბჭოთა/რუსული „პიონის/მალკას“ შესაბამისი მონაცემები 37 და 47 კმ-ებია.

170 მმ-იანი ჭურვი აფეთქების სიმძლავრით, რა თქმა უნდა, ჩამოუვარდება 203 მმ-იანი ჭურვის შესაძლებლობებს, მაგრამ რუსი ოკუნტებისთვის ეს მაინც დიდი შემატებაა. შორი მანძილიდან უკრაინული ქალაქებში იმ საცხოვრებელი კორპუსების დასანგრევად, რომლებშიც უკრაინის დამცველებს თავდაცვითი პოზიციები აქვთ მოწყობილი.

50-მდე „კოკსანის“ გარდა, ფხენიანმა მოსკოვს ასევე გაუგზავნა 2240 მმ კალიბრის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა M1991-ის 20-მდე დანადგარი.


ჩრდილოეთკორეული M1991-ი საბჭოთა/რუსული 9К57 «Ураган»-ის კლასში გადის და თუკი „ურაგანი“ 220 მმ კალიბრის 16 უმართავ რაკეტას 35 კმ-ზე შორს უშვებს, მისი ჩრდილოეთკორეული „კოლეგა“ 240 მმ-იან 22 რაკეტას 60 კმ-მდე აგზავნის...

უკრაინასთან ომში რუსეთმა უკვე დაკარგა არანაკლებ 91 ერთეული „ურაგანი“ (თითქმის 12 დივიზიონი) და მათი კომპენსირება აუცილებლად სჭირდებოდა ანალოგიური კლასის ჩრდილოეთკორეული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებით.

მრისხანე იარაღი, რომელიც ციმბირში დააფიქსირეს
და, აი მივადექით ყველაზე საინტერსოს - სადღაც შუა ციმბირში,დასავლეთისკენ მოძრავი სარკინიგზო შემადგენლობის ღია პლატფორმებზე „კოკსანებთან“ ერთად ვიდეკადრებში გაიელვა უცხო კონფიგურაციის ხუთმა სამხედრო დანადგარმაც, რომლებიც დასავლეთის დაზვერვების ანალიტიკოსების შეფასებით, არც მეტი და არც ნაკლები...თვით Pukguksong-2-ია, რომელსაც ამერიკული დაზვერვა KN-15-ად მოიხსენიებს...


რუსეთს უკრაინის ქალაქებისთვისა აქამდეც არაერთხელ შეუტევია Hwason-11Ga(NATO-ს კლასიფიკაციით KN-23) ტიპის ბალისტიკური რაკეტებით, მაგრამ ისინი რუსული ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების Искандер-М-ის ანალოგია და მხოლოდ 500 კმ-მდე მიფრინავს, მაშინ როდესაც Pukguksong-2/ KN-15-ი საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტების კლასში გადის, რადგან მისი ფრენის მაქსიმალური სიშორე 1 200-დან 2 000 კმ-მდე შეიძლება იყოს...

გამოდის, რომ პუტინის მიერ Оре́шник-ად მონათლული „ახალი„ რუსული საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტის(რომელიც სინამდვილეში ალექსანდრე ნადირაძის მიერ ჯერ კიდევ 1970-იან წლებში შექმნილი „პიონერის“ გაუმჯობესებულ ვარიანტს წარმოადგენს) უკრაინის ქალაქ დნიპროში საბრძოლო „ნათლობის“ შემდეგ, კრემლმა გადაწყვიტა ამიერიდან უკრაინის სხვა ქალაქებსაც არ მოაკლოს საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტების „სტუმრობები“ ჩრდილოეთკორეის დახმარებით...

 

წყარო

გვერდი 18 სულ 317
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.