აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ისტორიულ შეცდომას უწოდებს აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებას.
სომხეთის პრემიერ-მინისტრი. ნიკოლ ფაშინიანი, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მიზნით, თანამდებობიდან გადადგა.
გლობალური დათბობა მსოფლიოს უფრო მეტად საშიშს ხდის, მას ჩვენს უსაფრთხოებაზე სერიოზული გავლენა აქვს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ინიციატივით მიმდინარე კლიმატურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. კლიმატური სამიტი ვიდეოკონფერენციის რეჟიმში იმართება.
პლანეტა ზღვარზეა და კაცობრიობამ თავიდან უნდა აიცილოს თვითგანადგურების გზა, – ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ დედამიწის დღესთან დაკავშირებით გაკეთებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
თუ უკრაინის პრეზიდენტს, ვლადიმერ ზელენსკის ურთიერთობების აღდგენა სურს, რუსეთი ამას მხოლოდ მიესალმება, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
თურქეთში საქართველოს საელჩო ამავე ქვეყანაში დაწესებულ ახალ შეზღუდვებთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს.