რა უპასუხა პუტინმა ზელენსკის
თუ უკრაინის პრეზიდენტს, ვლადიმერ ზელენსკის ურთიერთობების აღდგენა სურს, რუსეთი ამას მხოლოდ მიესალმება, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
რუსეთის ლიდერი გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის შემოთავაზებას შეხვედრის შესახებ და განაცხადა, რომ მზადაა ზელენსკი მოსკოვში ნებისმიერ დროს მიიღოს.
ამასთან, პუტინმა აღნიშნა, რომ დონბასის პრობლემის გადასაჭრელად უკრაინის ხელისუფლება ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის ადმინისტრაციებს უნდა ესაუბროს, შემდეგ კი უკვე რუსეთს.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი ვლდიმერ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვედრას კონფლიქტის ადგილას, დონბასის ნებისმიერ წერტილში სთავაზობს.
სიახლეები
- კრემლი “სარმატით” იმუქრება - მედვედევმა დასავლეთს რაკეტის “წარმატებით გამოცდა” მიულოცა
- 17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი მსვლელობის გამო თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება
- ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართება
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
