თურქეთში საქართველოს საელჩო, ქვეყანაში დაწესებულ ახალ შეზღუდვებთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს
თურქეთში საქართველოს საელჩო ამავე ქვეყანაში დაწესებულ ახალ შეზღუდვებთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს.
როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, თურქული მხარის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში, მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ მ/წლის 22 აპრილის 19:00 საათიდან 26 აპრილის 05:00 საათამდე.
ასევე, ძალაში რჩება შაბათ -კვირას და კვირის სამუშაო დღეებში 19:00-05:00 საათებში ქუჩაში გასვლის შეზღუდვა.
„ახალი რეგულაციების შესახებ, ანკარაში საქართველოს საელჩოს გვერდიდან გეცნობებათ ოპერატიულ რეჟიმში!
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე:
- ქ. ანკარაში საქართველოს საელჩო: +90 533 690 30 40; +90 539 220 82 80
- ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულო: +90 541 818 44 00
- ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულო: +90 541 326 22 26
- ქ. იზმირში საქართველოს საპატიო კონსულის ოფისი: +90 530 280 45 08“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
სიახლეები
- 10 ავტორი და ნაწარმოები, რომლებსაც ქართველები 2025 წელს კითხულობდნენ
- "ივანიშვილმა იყიდა რუსეთში სახლები და ემზადება გასაქცევად, მაგრამ კრემლი ისეთ რაღაცებს სთხოვს, რისი მიცემაც ამ ეტაპზე არ შეუძლია" - მიხეილ სააკაშვილი
- სუს-ი სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლას იწყებს
- გრიგოლ ლილუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია
