May 24, 2025

მაისი 20 2020 წაკითხვა 902 ჯერ

თურქეთში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავას ინფორმაციით, 20 მაისიდან თურქეთში სამკურნალოდ წამსვლელი საქართველოს მოქალაქეებისთვის შეზღუდვები იხსნება.

მაისი 20 2020 წაკითხვა 636 ჯერ

მსოფლიოში 60 მილიონამდე ადამიანს უკიდურესი სიღარიბე ემუქრება,- ამის შესახებ მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა დევიდ მალპასმა განაცხადა.

მაისი 19 2020 წაკითხვა 619 ჯერ

„დერ შპიგელ“-ში (გერმანია) დღეს გამოქვეყნდა სტატია სათაურით „მერკელმა და მაკრონმა ევროკავშირის გადარჩენის გეგმა შეიმუშავეს“. როგორც მასშია ნათქვამი, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერები ანგელა მერკელი და ემანუელ მაკრონი ერთობლივი ინიციატივით გამოვიდნენ ევროკავშირში კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის გადასალახავად. ისინი „რეკონსტრუქციის ფონდის“ შექმნას გეგმავენ, 500 მილიარდი ევროს მოცულობით, რომელიც ეკონომიკის რეცესიასთან საბრძოლველად იქნება გამოყენებული. „ჩვენი მიზანი იმაშია, რომ ევროპა კორონაკრიზისდან უფრო ძლიერი და მტკიცედ სოლიდარული გამოვიდეს“, - განმარტავს ანგელა მერკელი.

 

მერკელ-მაკრონის ინიციატივა რომ ცხოვრებაში გატარდეს, ის ევროკავშირის წევრმა ყველა ქვეყანამ უნდა მოიწონოს. პირველი განხილვა 27 მაისს მოხდება.

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: 

https://www.spiegel.de/consent-a-?targetUrl=https%3A%2F%2Fwww.spiegel.de%2Fpolitik%2Fdeutschland%2Fcoronakrise-angela-merkel-und-emmanuel-macron-planen-500-milliarden-hilfen-fuer-die-wirtschaft-a-d9bf5dfc-3c68-4ffa-8090-c57cd3dacbac&ref=https%3A%2F%2Finosmi.ru%2Fnews%2F20200519%2F247451156.html

მაისი 19 2020 წაკითხვა 701 ჯერ

ჩინელი მეცნიერები ახალ პრეპარატზე მუშაობენ, რომელიც მათ ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიას ვაქცინის გარეშე შეაჩერებს. ინფორმაციას „ფრანს 24“ ავრცელებს.

მაისი 18 2020 წაკითხვა 1118 ჯერ

უკრაინულ პოპულარულ გამოცემა „ევროპეისკა პრავდა“-ში («Европейська правда») გამოქყვეყნდა სტატია სათაურით „მიხეილ სააკაშვილის მეორედ მოსვლა: რატომ წავიდა უკრაინა კონფლიქტზე სტრატეგიულ პარტნიორთნ?“ (ავტორი - იური პანჩენკო), რომელშიც კიევ-თბილისის პერსპექტიული ურთიერთობებია გაანალიზებული უკრაინის ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის შემდეგ.

მაისი 18 2020 წაკითხვა 709 ჯერ

სომხურმა გამოცემამ „ნიუს.ამ“-მა («News.am») სათაურით „ფაშინიანი კორონავირუსის შესახებ ციფრების დამალვაზე: „მე ჩვენს მეზობლებზე ცუდი არაფერი მითქვამს“ გამოაქვეყნა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის პრეს-კონფერენციის ანგარიში, რომელიც 16 მაისს ჩატარდა.

გვერდი 288 სულ 317
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.