ირანის ქალაქ ყუმში კორონავირუსით სულ მცირე 50 ადამიანია დაღუპული, - ამის შესახებ ინფორმაციას ირანული სააგენტო ILNA ქვეყნის დეპუტატზე დაყრდნობით ავრცელებს.
თურქეთის ხელისუფლებამ, ირანში კორონავირუსით დაავადებული ადამიანების რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით, ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან საზღვრის დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო.
თურქეთის ხელისუფლების ოფიციალური ინფორმაციით, მიწისძვრას ირანის საზღვართან მდებარე, თურქეთის ვანის პროვინციაში სულ ცოტა 7 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 5.
ირანში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 43-ს მიაღწია, რომელთაგან რვა ადამიანი დაიღუპა.
ირანის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ კორონავირუსი არა მარტო ყუმში, არამედ ბევრ ქალაქშია გავრცელებული.
ევროკავშირის ლიდერები ორგანიზაციის გრძელვადიან ბიუჯეტზე ვერ შეთანხმდნენ. „ბრექსითის“ შემდეგ ევროკავშირს 75 მილიონი ევრო მოაკლდა და ორგანიზაციაში დარჩენილ 27 ქვეყანას სწორედ დარჩენილი თანხის განკარგვის შესახებ უნდა მიეღო გადაწყვეტილება, თუმცა ბრიუსელში გამართული შეხვედრა კონკრეტული შედეგების გარეშე დასრულდა.