ევროკავშირის ლიდერები ორგანიზაციის გრძელვადიან ბიუჯეტზე ვერ შეთანხმდნენ
ევროკავშირის ლიდერები ორგანიზაციის გრძელვადიან ბიუჯეტზე ვერ შეთანხმდნენ. „ბრექსითის“ შემდეგ ევროკავშირს 75 მილიონი ევრო მოაკლდა და ორგანიზაციაში დარჩენილ 27 ქვეყანას სწორედ დარჩენილი თანხის განკარგვის შესახებ უნდა მიეღო გადაწყვეტილება, თუმცა ბრიუსელში გამართული შეხვედრა კონკრეტული შედეგების გარეშე დასრულდა.
„უნდა ვაღიაროთ, რომ აზრთა სხვადასხვაობა ძალიან დიდია, ამის გამო ვერ მოვახერხეთ შეთანხმება“,- განუცხადა გერმანიის კანცლერმა ჟურნალისტებს.
ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება მორიგი შეხვედრა. ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში თუ წლის ბოლოსთვის გარიგება ვერ მოხდება, 2021 წლიდან ბლოკს პროექტების უმრავლესობის შეჩერება მოუწევს.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
