"ქალაქი ყუმი საშინელ მდგომარეობაშია, იქ ყოველდღე ათამდე ადამიანი კვდება"-ირანელი დეპუტატი
ირანის ქალაქ ყუმში კორონავირუსით სულ მცირე 50 ადამიანია დაღუპული, - ამის შესახებ ინფორმაციას ირანული სააგენტო ILNA ქვეყნის დეპუტატზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ესოშიეთიდ პრესის“ ცნობით, დეპუტატმა ახმად ამირაბად ფარახანიმ, არსებულ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა ჯანდაცვის სამინისტროს დააკისრა.
„ყუმი საშინელ მდგომარეობაშია. იქ ყოველ დღე დაახლოებით 10 ადამიანი კვდება. მთავრობა ვერ აკონტროლებს კორონავირუსის გავრცელებას. სწორია, რომ სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისე მოვიქცეთ თითქოს არაფერი მომხდარა. კორონავირუსი ყუმში სამი კვირის წინ გაჩნდა, მაგრამ ამის შესახებ საკმაოდ გვიან განაცხადეს“, - აღნიშნა დეპუტატმა.
მისივე თქმით, ჯერ კიდევ ამ დრომდე, სამედიცინო პერსონალს რეგიონში სათანადო ეკიპირება არ მიუღია და ისე უწევთ პაციენტების მკურნალობა.
მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს ირანის ჯანდაცვის სამინისტრო. მათი თქმით, ქვეყანაში კორონავირუსით 12 ადამიანი დაიღუპა.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
